დამრგვალება

დამრგვალება _  მრგვლად ქცევა, მრგვლად გამოყვანა, მრგვალი ფორმის მიცემა   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, წინ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ზედა ფალანგებში ერთად მოხრილი თითებით, ორივე ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის სინქრონული მოძრაობა, ხელები მაჯაში ტრიალდება და ბოლო ფაზაში ხელისგულები სხეულისკენაა მიმართული იმავე კონფიგურაციით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის  დონეზე.

Categories

დამნაშავე

დამნაშავე  _  ვინც დააშავა, დანაშაულის ჩამდენი, ბრალეული   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დანაშაული“ _ ტუჩების წინ განთავსებული ხელისგული მიმართულია ქვევით,  საჩვენებელი და შუა თითების წვერები ეხება ცერს, ნეკი და არათითი ჩაკეცილია, სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ადამიანი“ _ ხელისგული მიმართულია წინ, გაშლილი ცერით და საჩვენებელი თითით ღია … Read more

Categories

დამკვრელი

დამკვრელი  _   საკრავი იარაღის ამჟღერებელი,  მუსიკალური ინსტრუმენტის დაკვრის მცოდნე   რთული ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური, იკონური სიტყვა-ჟესტი „პიანინო“ /„დაკვრა“ / „კლავიატურა“ _ ქვევით მიმართულია ხელისგულები ფართოდ გაშლილი თითებით რხევით სრულდება განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მრავალფეროვნება“ _ ხელისგულები მიმართულია სხეულისკენ, ფართოდ გაშლილი და ზევით მიმართული თითების რხევით სრულდება … Read more

Categories

დამლაგებელი

დამლაგებელი _ მუშა,  რომელსაც ევალება რაიმე დაწესებულების (შენობის.) დალაგება-დასუფთავება   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური, პანტომიმური სიტყვა-ჟესტი „ხვეტა“ _ ხელისგული გაშლილი და ქვევით მიმართული თითებით მიმართულია წინ, სრულდება განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ადამიანი“ _ ხელისგული მიმართულია წინ, გაშლილი ცერით და საჩვენებელი თითით ღია წრეა გამოსახული, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, … Read more

Categories

დამიწებული

დამიწებული _ რაიმე დანადგარის სპეციალური ელექტროგამტარით მიწასთან შეერთებული   რთული ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მიწა“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, მარჯვენა ხელის გაშლილ თითებს უჭირავთ მარცხენა ხელის გაშლილი ნეკი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, მარჯვენა ხელი მარჯვნივ მოძრაობს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დენი“ _ წინ მიმართულია ხელისგულები ფართოდ გაშლილი თითებით, მარჯვენა … Read more

Categories

დამიწებული

დამიწებული  _ მიწას მიბარებული, მკვდარი, დამარხული, დასაფლავებული   რთული ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მიწა“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, მარჯვენა ხელის გაშლილ თითებს უჭირავთ მარცხენა ხელის გაშლილი ნეკი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, მარჯვენა ხელი მარჯვნივ მოძრაობს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დაკრძალვა“ _ ვერტიკალზე ერთმანეთისკენ მიმართულია ერთმანეთზე განთავსებული ხელისგულები ერთად შეტყუპებული … Read more

Categories

დამიწება

დამიწება  _ რაიმე დანადგარის სპეციალური ელექტროგამტარით მიწასთან შეერთება   რთული ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მიწა“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, მარჯვენა ხელის გაშლილ თითებს უჭირავთ მარცხენა ხელის გაშლილი ნეკი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, მარჯვენა ხელი მარჯვნივ მოძრაობს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დენი“ _ წინ მიმართულია ხელისგულები ფართოდ გაშლილი თითებით, მარჯვენა … Read more

Categories

დამიწება

დამიწება  _ მიწას მიბარება, მოკვლა, სიკვდილი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მიწა“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, მარჯვენა ხელის გაშლილ თითებს უჭირავთ მარცხენა ხელის გაშლილი ნეკი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, მარჯვენა ხელი მარჯვნივ მოძრაობს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დაკრძალვა“ _ ვერტიკალზე ერთმანეთისკენ მიმართულია ერთმანეთზე განთავსებული ხელისგულები ერთად შეტყუპებული და … Read more

Categories

დამთქნარება

დამთქნარება  _ უნებურად პირის გაღება, ღრმად ჩასუნთქვა და მაშინვე ამოსუნთქვა   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით სახისკენაა მიმართული, ხელი ეხება ტუჩებს, სრულდება განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.

Categories

დამთრგუნველი

დამთრგუნველი /დამთრგუნავი  _  დამჯაბნელი, დაბეჩავებული   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური, მითითებითი სიტყვა-ჟესტი „გული“  _ ხელისგული გაშლილი თითებით მიმართულია სხეულისკენ, შუა თითი ეხება მკერდს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დათრგუნვა“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები მუშტად შეკრული თითებით, ორივე ხელით სრულდება სინქრონული მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

დამთმობი

დამთმობი _ ვინც უთმობს,  დათმობაზე მიდის, ვინმეს ნებაზე დამყოლი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დათმობა“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ერთმანეთზე მიდებულია ზედა ფალანგებით გადაჯვარედინებული საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ორივე ხელით სრულდება მოძრაობა ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ადამიანი“ _ ხელისგული მიმართულია წინ, გაშლილი ცერით და საჩვენებელი … Read more

Categories

დამთვრალი

დამთვრალი _  მთვრალი, დალეული, ნასვამი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დათრობა“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სახის წინ სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ადამიანი“ _ ხელისგული მიმართულია წინ, გაშლილი ცერით და საჩვენებელი თითით ღია წრეა გამოსახული, დანარჩენი … Read more

Categories

დამთვალიერებელი

დამთვალიერებელი  _  თვალით გამსინჯველი, დამკვირვებელი, მნახველი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დათვალიერება“ _ ხელისგული მიმართულია წინ, გაშლილია საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები კრავენ მუშტს, სრულდება მოძრაობა მარჯვნივ;  ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ადამიანი“ _ ხელისგული მიმართულია წინ, გაშლილი ცერით და საჩვენებელი თითით ღია წრეა გამოსახული, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება … Read more

Categories

დამთბარი

დამთბარი  _  რაც, ვინც დაათბეს ან დათბა, რაც სითბომ მოიცვა, სადაც სითბო დადგა   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „თბილი“ _ ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით სახისკენაა მიმართული; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური  სიტყვა-ჟესტი „გავრცელება“ –  ქვევით მიმართულია ხელისგულები ფართოდ გაშლილი თითებით, ორივე ხელით სრულდება ქვევით მიმართული განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ … Read more

Categories

დამთავრებული

დამთავრებული   _ დასრულებული, მორჩენილი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დამთავრება“ _ სხეულისკენ მიმართულია მარცხენა ხელისგული, გაშლილი და მარჯვნივ მიმართულია შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, მარცხნივ მიმართულია ოდნავ ზევით განთავსებული მარჯვენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით, მარჯვენა ხელით სრულდება მოძრაობა ქვევით რკალური ტრაექტორიით და გაშლილი თითები ერთმანეთს მსუბუქად ეხება; ჟესტის მეორე … Read more

Categories