უმწეო

3

უმწეო _   სოციალურად დაუცველი

 

ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ძველი ანბანის დაქტილებით გამოსახულია შემოკლება „სოც“ _ მარცხნივ მიმართულია ხელისგული, შეტყუპებული და წრიულად მოხრილი თითებით გამოსახულია ღია წრე, მომდევნო ფაზაში წინ მიმართულია ხელისგული, ცერი ეხება საჩვენებელი თითის წვერს, დანარჩენი თითები გაშლილია და ზევით აღმართული, ბოლო ფაზაში სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართულია შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად. ჟესტი წარმოდგენილია მხრების დონეზე.