თვითნებური – თვითნებობაზე დამყარებული, თვითნებობის ხასიათისა
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „თვითონ“ – ქვევით მიმართულია ხელისგული მუშტად შეკრული თითებით, ცერი ეხება სხეულს ჯერ მარცხენა, შემდეგ კი მარჯვენა მხართან; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დამოუკიდებელი“ – სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი თითი, გაშლილია ცერი, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და მხრების დონეზე.