თევზაობა – თევზის ჭერა
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „თევზი“ – ქვევით მიმართულია ხელისგული, ფართოდ გაშლილი და მარცხნივ მიმართულია თითები, კლაკნილი ტრაექტორიით სრულდება მოძრაობა წინ და ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური, იკონური სიტყვა-ჟესტი „ანკესი“ – მარჯვენა ხელისგული მარცხნივაა მიმართული, გაშლილი და წინ მიმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სხეულისკენ მიმართული მარცხენა ხელისგული მუშტად შეკრული თითებით განთავსებულია მარჯვენა იდაყვის ქვეშ, მარჯვენა ხელი რკალური ტრაექტორიით ასრულებს განმეორებად მოძრაობას ზევით-ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე და ოდნავ ქვევით.