ჭურჭელი _ ნივთები, რომელშიც სასმელ-საჭმელს ათავსებენ
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, სტატიკური, იკონური სიტყვა-ჟესტი „თეფში“ _ ხელისგულები ერთმანეთისკენაა მიმართული, გაშლილი და წრიულად მოხრილია ცერი და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მრავალფეროვნება“ _ ხელისგულები მიმართულია სხეულისკენ, ფართოდ გაშლილი და ზევით მიმართული თითების რხევით სრულდება განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ გადაადგილდება, მარცხენა _ მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.