ჭრილობა _ სხეულზე განაჭერი (ხმლით, ხანჯლით, ტყვიით…)
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „წითელი“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართული საჩვენებელი თითი ეხება ტუჩებს, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „(სისხლის) დენა“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგული გაშლილი თითებით, ხელი ეხება მკერდს, სრულდება მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.