შეუკავებელი

9

შეუკავებელი  _  რაც ვერ შეაკავეს, ვერ შეაჩერეს, შეუჩერებელი

 

რთული ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „გონება“ _ ქვევით მიმართულია ხელისგული, გაშლილი და შუბლზე მიდებულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები კრავენ მუშტს; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მოთმენა“ _ ხელისგული ფართოდ გაშლილი თითებით მარცხნივაა მიმართული, ზევით მიმართული ცერი სხეულს ეხება მკერდთან და ხელი ქვევით მოძრაობს; ჟესტის ბოლო, მესამე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „არა“ _ წინ მიმართულია ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია  მკერდისა და მხრების დონეზე.