შეუთანხმებელი

8

შეუთანხმებელი _  რაც არ არის შეთანხმებული, მოუგვარებელი, დაუდასტურებელი

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური  სიტყვა-ჟესტი „თანხმობა“ _ ხელისგულები ერთმანეთისკენაა მიმართული, გაშლილი და წინ მიმართულია საჩვენებელი თითები, ზევით აღმართულია ცერები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „არა“ _ წინ მიმართულია ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია  მკერდისა და მხრების დონეზე.