შეფიცვა

9

შეფიცვა _ ფიცის დადება, ფიცის მიცემა, ფიცით შეკვრა

 

ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ხელისგულები წინაა მიმართული, ცერები ეხება საჩვენებელი და შუა თითების წვერებს, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, მომდევნო ფაზაში გაშლილი და ზევით აღმართულია შუა და საჩვენებელი თითები, გაშლილია ცერი, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, ბოლო ფაზაში ქვევით მიმართულია ხელისგულები, ცერები ეხება საჩვენებელი და შუა თითების წვერებს, დანარჩენი თითები ჩაკეცილია. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.