შეფიქრიანება

8

შეფიქრიანება  _ საგონებელში ჩავარდნა, შეფიქრება, დაფიქრება

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „გონება“ _ ქვევით მიმართულია ხელისგული, გაშლილი და შუბლზე მიდებულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „უნდა“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, ცერი ეხება არათითის წვერს, დანარჩენი თითები გაშლილია და ზევით აღმართული, სრულდება განმეორებითი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.