შექმნა

10

შექმნა _   გაჩენა, წარმოშობა, წარმოქმნა

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური  სიტყვა-ჟესტი „დაწყება“ _ მარჯვნივ მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, მარჯვენა ხელისგული მიმართულია წინ, მუშტად შეკრული თითებით და ზევით აღმართული, გაშლილი საჩვენებელი თითით მარჯვენა ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს და ზევით მიემართება; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „შეკაზმვა“ _ ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, ცერები ეხება გაშლილი და ერთმანეთისკენ მიმართული თითების წვერებს, ორივე ხელით სრულდება შიგნით მიმართული რკალური ტრაექტორიის ორჯერადი მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია მხრებისა და მკერდის დონეზე.