პროფესია

6

პროფესია  _   მუდმივი ხელობა, საქმიანობა, სპეციალობა, რომლითაც ადამიანი თავს ირჩენს

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „პროფესია“ _ ქვევით მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ერთმანეთისკენ მიმართული, ზედა ფალანგებში ერთად მოხრილი თითებით, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, მონაცვლეობითი მოძრაობა ზევით-ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სპეციალობა“ _ წინ მიმართულია ხელისგულები, ზევით წამოწეულია ფალანგებში მოხრილი საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ბოლო ფაზაში საჩვენებელი და შუა თითები გაშლილია და ზევით აღმართული, დანარჩენი თითები ჩაკეცილია. ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და მხრების დონეზე.