პროფესორი

7

პროფესორი  _  მეცნიერებათა დოქტორის ხარისხის მქონე პირი, უმაღლესი სკოლის მასწავლებლის უმაღლესი სამეცნიერო წოდებულება

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური, იკონური სიტყვა-ჟესტი „წვერი“ _ ქვევით მიმართულია ნიკაპზე მიდებული ხელისგული, გაშლილი და წინ მიმართულია ფალანგებში ერთად მოხრილი თითები, ხელი მოძრაობს ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ადამიანი“ _ ხელისგული მიმართულია წინ, გაშლილი ცერით და საჩვენებელი თითით ღია წრეა გამოსახული, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და მხრების დონეზე.