პროტესტი _ უარყოფითი დამოკიდებულების, უკმაყოფილების ენერგიული გამოხატვა, გამოცხადება
ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია ერთ ხაზზე განთავსებული ხელისგულები, გაშლილი და ერთმანეთისკენ მიმართულია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ორივე ხელით სრულდება მოძრაობა წინ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.