პარალელი

2

პარალელი _ ხაზი ან სიბრტყე, რომელიც თანაბრად არის დაშორებული მეორე ხაზის ან სიბრტყისაგან და არასოდეს არ გადაკვეთს მას

 

ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ერთმანეთისკენ მიმართულია ერთმანეთთან წვერებით ახლოს განთავსებული საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ გადაადგილდება, მარცხენა _ მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.