საჭირო

საჭირო  _  რაც ან ვინც სჭირდებათ,  აუცილებელი   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ზევით მიმართულია ხელისგულები, გაშლილია შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ორივე ხელით სრულდება მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

საწყობი

საწყობი  _  ნივთების დასაწყობი, შესანახი ადგილი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სარდაფი“ _ მარცხენა ხელისგული მიმართულია მარჯვნივ გაშლილი და  ფალანგებში ოდნავ მოხრილი, ზევით აღმართული თითებით, გაშლილი და წინ მიმართული თითებით მარჯვენა ხელისგული მიმართულია ქვევით და წინ მოძრაობს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „დანიშნულება“ _ წინ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და … Read more

Categories

საწყენი

საწყენი _ შესაწუხებელი, სამწუხარო, უსიამოვნო   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გლოვა“ / „წყენა“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგული გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილი თითებით, ხელი ეხება მკერდს, თითები უფრო იხრება ფალანგებში; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „დანიშნულება“ _ წინ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ფალანგებში მოხრილია შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები … Read more

Categories

საწოლი

საწოლი _  სადაც ან რაზედაც წვებიან, დასაწოლი   ორხელიანი, სიმეტრიული, სტატიკური, იკონური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, მოხრილი და  ერთმანეთისკენ მიმართულია შუა და არათითები, დანარჩენი თითები აღმართულია ზევით. ჟესტი წარმოდგენილია მხრების დონეზე.  

Categories

საწერი

საწერი  _ რაც ან რაზეც უნდა წერონ, დასაწერი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური, პანტომიმური სიტყვა-ჟესტი „წერა“ _ ზევით მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით, მარცხენა ხელისგულის ზემოთ განთავსებული მარჯვენა ხელისგული მიმართულია ქვევით, თითები ერთად მოხრილია ზედა ფალანგებში და ცერი ეხება გაშლილი თითების წვერებს, მარჯვენა ხელით სრულდება განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ და ხელი ეხება მარცხენა … Read more

Categories

საწებელი

საწებელი _ სხვადასხვა სანელებლით საგანგებოდ შემზადებული წვენი (ტყემლის, ნიგვზის, ბროწეულისა და მისთ.)   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ბოთლიდან დასხმა“ _ წინ მიმართულია ხელისგული, შეტყუპებული და წრიულად მოხრილი თითებით, სრულდება განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით;  ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური, პანტომიმური სიტყვა-ჟესტი „ჩაწობა“ _ ზემოთ მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით, ქვევით მიმართულია მარჯვენა ხელისგული, … Read more

Categories

საწამლავი

საწამლავი _  ნივთიერება, რომელიც ორგანიზმს წამლავს, შხამი, სამსალა   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი  „წამალი“ _ ქვევით მიმართულია ტუჩებთან განთავსებული ხელისგული, გაშლილი და მარცხნივ მიმართულია საჩვენებელი და შუა თითები, სრულდება გაშლილი თითების განმეორებადი, მონაცვლეობითი მოძრაობა ზევით-ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „საშიში“ _ მუშტად შეკრული თითებით ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, ბოლო ფაზაში … Read more

Categories

საძმო

საძმო _ ძმებისათვის განკუთვნილი, ძმებისა   ორნაწილიანი ჟესტის პირველი  ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ძმა“ _ მარჯვენა ხელისგული მიმართულია მარცხნივ გაშლილი და შუბლზე მიდებულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, მარცხენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით მიმართულია ქვევით, საჩვენებელი თითი მიმართულია მარჯვნივ, მარჯვენა ხელი ქვევით მოძრაობს რკალური ტრაექტორიით და ზემოდან ეხება მარცხენა საჩვენებელ თითს; ჟესტის მეორე ნაწილია … Read more

Categories

საძირკველი

საძირკველი  _   რაიმე ნაგებობის ქვედა ნაწილი, რომელიც მიწაშია ჩადგმული და რომელსაც ეყრდნობა მთელი ნაგებობა, საფუძველი, ფუნდამენტი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ჩასხმა (ბეტონის)“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილია ცერები და ნეკები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, ორივე ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის სინქრონული განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით; ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური  სიტყვა-ჟესტი „სისქე“ … Read more

Categories

საძაგელი

საძაგელი _  საძულველი, საზიზღარი, ძალიან ცუდი   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია ხელისგული, გაშლილია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება მოძრაობა სხეულისკენ და საჩვენებელი თითი ეხება შუბლს, ბოლო ფაზაში შუბლზე მიდებული საჩვენებელი თითი მოხრილია. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.  

Categories

საცოლე

საცოლე  _   ვინც ცოლად უნდა ითხოვონ   რთული ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „ქალი“ _  მარცხნივ მიმართულია ხელისგული გაშლილი თითებით, ხელი ეხება ნიკაპს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სატრფო“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილია ცერები და ნეკები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა, ხელები ეხება მკერდს; ჟესტის მესამე … Read more

Categories

საცოდავი

საცოდავი  _  შესაცოდებელი, შესაბრალისი, საბრალო   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „ცოდო“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგული მუშტად შეკრული თითებით, ხელი ეხება მკერდს; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ადამიანი“ _ ხელისგული მიმართულია წინ, გაშლილი ცერით და საჩვენებელი თითით ღია წრეა გამოსახული, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და მხრების … Read more

Categories

საცვალი

საცვალი  _ გამოსაცვლელი, შიდა სამოსი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გადაქცევა“ / „გარდაქმნა“ / „შეცვლა“ _ მუშტად შეკრული თითებით  ერთმანეთისკენ მიმართულია ერთმანეთზე მიდებული ხელისგულები, გაშლილი ცერებით სრულდება მონაცვლეობითი, განმეორებითი მოძრაობა წინ და უკან; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „დანიშნულება“ _ წინ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ფალანგებში მოხრილია შუა და … Read more

Categories

საცავი

საცავი _   სადაც ან რაშიაც იცავენ, იფარავენ, ინახავენ რასმე   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, წინ მიმართულია ხელისგულები მუშტად შეკრული თითებით, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება მოძრაობა წინ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

საჩივარი

საჩივარი _  უკმაყოფილების, სამდურავის გამოთქმა, ჩივილი   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, ფართოდ გაშლილი ზევით აღმართულია საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories