ქირურგი

ქირურგი  _   ქირურგიის სპეციალისტი ექიმი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ოპერაცია“ _ ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ქვევით მიმართულია შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ორივე ხელით  სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ადამიანი“ _ ხელისგული მიმართულია წინ, გაშლილი ცერით და საჩვენებელი თითით … Read more

Categories

ქინძი

ქინძი   _  საჭმლის შესაკაზმი მწვანილი (ქოლგოსანთა ოჯახისა)   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მწვანილი“ _ სხეულისკენ მიმართულია პირის წინ განთავსებული ხელისგული, ცერი ეხება გაშლილი თითების წვერებს, სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებითი მოძრაობა ზევით-ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ქინძი“ _ წინ მიმართულია ხელისგული, ცერი ეხება საჩვენებელი თითის წვერს, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება … Read more

Categories

ქილა

ქილა  _   თიხის ან მინის პირფართო  ჭურჭელი   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ზევით მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით, წინ მიმართულია ზევით განთავსებული მარჯვენა ხელისგული წრიულად მოხრილი თითებით, მარჯვენა ხელით სრულდება განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით და ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

ქვრივი

ქვრივი  _   ქმარგარდაცვლილი დედაკაცი ან ცოლგარდაცვლილი მამაკაცი   რთული ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მეუღლე“ / „ბეჭედი“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები ფართოდ გაშლილი, ქვევით დაშვებული თითებით, მარჯვენა ხელის ცერი და საჩვენებელი თითი შემოჭდობილია მარცხენა არათითზე, მარჯვენა ხელით სრულდება მოძრაობა მარცხნივ და ზევით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „სიკვდილი“ –  ერთმანეთისკენ მიმართულია … Read more

Categories

ქვიშა

ქვიშა  _   წყლის მიერ ფხვიერ მასად ქცეული ქვის წვრილი ნამსხვრევი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მიწა“ – სხეულისკენ მიმართულია მარცხენა ხელისგული ფალანგებში მოხრილი თითებით და გაშლილი ნეკით, სხეულისკენ მიმართულია მარჯვენა ხელისგული, მარჯვენა ხელის გაშლილ თითებს უჭირავთ მარცხენა ნეკი, სრულდება მოძრაობა მარჯვნივ; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ფხვნილი“ – ქვევით … Read more

Categories

ქვეწარმავალი

ქვეწარმავალი _    ხერხემლიან ცხოველთა კლასი, რომლის წარმომადგენლებიც მიწაზე ხოხვით მოძრაობენ, ქვემძრომი   რთული ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მიწა“ – სხეულისკენ მიმართულია მარცხენა ხელისგული ფალანგებში მოხრილი თითებით და გაშლილი ნეკით, სხეულისკენ მიმართულია მარჯვენა ხელისგული, მარჯვენა ხელის გაშლილ თითებს უჭირავთ მარცხენა ნეკი, სრულდება მოძრაობა მარჯვნივ; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ხოხვა“ / „ცოცვა“ … Read more

Categories

ქვეშ

ქვეშ  _   რაიმე საგნის ქვევით, ძირს   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია მარცხენა ხელისგული ფალანგებში ერთად მოხრილი, მარჯვნივ მიმართული თითებით, ზევით განთავსებული მარჯვენა ხელისგული  მიმართულია ქვევით, გაშლილი და ქვევით მიმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, მარჯვენა ხელით სრულდება მოძრაობა ქვევით მარცხენა ხელსა და სხეულს შორის. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

ქვეყანა

ქვეყანა  _  დედამიწა, დედამიწის სფერო, ჩვენი პლანეტა   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ქალაქი“ _ ზევით მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით, ქვევით მიმართულია მარჯვენა ხელისგული გაშლილი თითებით და ქვევით ჩაწეული შუა თითით, მარჯვენა ხელით სრულდება ქვევით მიმართული მოძრაობა და შუა თითი ეხება მარცხენა ხელისგულს; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ადგილი“ _ … Read more

Categories

ქველმოქმედება

ქველმოქმედება  _   ქველმოქმედის საქმიანობა, მოღვაწეობა, მოწყალება   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „კეთილი“ – ქვევით მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ზედა ფალანგებში ერთად მოხრილი თითებით, ზევით განთავსებული მარჯვენა ხელით სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა და ხელი ეხება მარცხენა ხელისგულის ზურგს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მოქმედება“ _ ქვევით მიმართულია ხელისგულები, ფართოდ გაშლილი … Read more

Categories

ქვევრი

ქვევრი  _  კვერცხის მოყვანილობის მიწაში ჩაფლული ღვინის შესანახი თიხის დიდი ჭურჭელი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ფორმა (ქვევრის)“ – ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და წინ მიმართული თითებით, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება ქვევით მიმართული რკალური ტრაექტორიის მოძრაობა; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი,  დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ღვინო“ – ზევით მიმართულია  ხელისგული მუშტად შეკრული თითებით, ბოლო … Read more

Categories

ქვევით

ქვევით  _    ამა თუ იმ ადგილიდან დაბლა   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ქვევით მიმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

ქვაბი

ქვაბი  _   ცილინდრული ფორმის სითხის ასადუღებელი ან საჭმლის მოსახარში ლითონის  ჭურჭელი   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მუშტად შეკრული თითებით ზევით მიმართულია ხელისგულები, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

ქვა

ქვა  _  მაგარი ქანი   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მუშტად შეკრული თითებით ვერტიკალზე ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, მარჯვენა ხელი ზედ ადევს მარცხენას, იმავე კონფიგურაციით ხდება პოზიციათა მონაცვლეობა და ბოლო ფაზაში მარცხენა ხელი ადევს მარჯვენას. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

ქექვა

ქექვა  _    მიწის ჩიჩქნა   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მიწა“ – სხეულისკენ მიმართულია მარცხენა ხელისგული ფალანგებში მოხრილი თითებით და გაშლილი ნეკით, სხეულისკენ მიმართულია მარჯვენა ხელისგული, მარჯვენა ხელის გაშლილ თითებს უჭირავთ მარცხენა ნეკი, სრულდება მოძრაობა მარჯვნივ; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ქექვა“ _ ქვევით მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ერთმანეთისკენ მიმართული, … Read more

Categories

ქერტლი

ქერტლი  _  კანის რქოვანი უჯრედებისა და კანის ცხიმის წვრილი ნაწილაკები, რომლებიც გროვდება თავზე თმის ძირებთან, ქერცლი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური, მითითებითი სიტყვა-ჟესტი „თავი“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ფალანგებში მოხრილი საჩვენებელი თითი ეხება თავს, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ფხვნილი“ _ ქვევით მიმართულია ხელისგულები, ცერი განმეორებადი … Read more

Categories