ქუდი

ქუდი  _  ადამიანის თავზე დასახურავი, თავსაბურავი   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია შუბლთან განთავსებული ხელისგული გაშლილი და ზედა ფალანგებში ერთად მოხრილი, მარცხნივ მიმართული თითებით, სრულდება მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.    

Categories

ქსოვილი

ქსოვილი  _  რაც ქსოვით არის დამზადებული, მოქსოვილი ნაჭერი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ნაჭერი“ _ სხეულისკენ მიმართულია მარჯვენა ხელისგული მუშტად შეკრული თითებით, იმავე კონფიგურაციით ზევით განთავსებული მარჯვენა ხელისგული მიმართულია ქვევით, მარჯვენა ხელით სრულდება მოძრაობა მარცხნივ; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „დანიშნულება“ _ წინ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ფალანგებში მოხრილია … Read more

Categories

ქსოვა

ქსოვა _  გარკვეული წესით ძაფების ერთმანეთში გაყრით გამოყვანა   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური, პანტომიმური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია ერთმანეთთან ახლოს განთავსებული ხელისგულები, გაშლილი და ერთმანეთისკენ მიმართულია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ორივე ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ, საჩვენებელი თითები ერთმანეთს ეხება წვერებით.  ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

ქსელი

ქსელი  _  სისტემაში შემავალ ერთეულთა  ერთობლიობა და  მრავალმხრივი კავშირები   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია ერთმანეთთან ახლოს განთავსებული ხელისგულები, საჩვენებელი თითები და ცერები ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ გადაადგილდება, მარცხენა _ მარცხნივ და ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მხრების დონეზე.  

Categories

ქრონიკა

ქრონიკა _   საზოგადოებრივი მოვლენების, ფაქტების ქრონოლოგიური აღნუსხვა, ყოველწლიური ჩანაწერი, მატიანე   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ახალი“ _ ზევით მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი და მარჯვნივ მიმართული თითებით, ზევით მიმართულია მარჯვენა ხელისგული გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილი თითებით, მარჯვენა ხელით სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა მარცხენა ხელის ზევით და ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს; ჟესტის … Read more

Categories

ქრისტიანი

ქრისტიანი _   ქრისტიანული რელიგიის მიმდევარი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ქრისტე“ _ მარცხნივ მიმართულია მარჯვენა ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, მარჯვნივ მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, მარჯვნივ  მიმართული შუა თითით ხელი ეხება მარჯვენა ხელისგულს, მომდევნო ფაზაში ხდება კონფიგურაციათა მონაცვლეობა; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ადამიანი“ _ … Read more

Categories

ქრისტე

ქრისტე  _  უფალი, ღმერთი, ძე ღვთისა   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მარცხნივ მიმართულია მარჯვენა ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, მარჯვნივ მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, მარჯვნივ  მიმართული შუა თითით ხელი ეხება მარჯვენა ხელისგულს, მომდევნო ფაზაში ხდება კონფიგურაციათა მონაცვლეობა. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

ქოხი

ქოხი  _  ჩალით ან ისლით დახურული წნელის, ხის ან ალიზის უბრალო ნაგებობა   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური, იკონური ჟესტი, ქვევით მიმართულია ხელისგულები, გაშლილი თითებით ერთმანეთზე გადაჭდობილია ხელები, ორივე ხელით ერთად სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია მხრების დონეზე.

Categories

ქონება

ქონება  _    სიმდიდრე,  საკუთრებად არსებული სარჩო-საბადებელი, ნივთეულობა, ფული   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, მარცხნივ მიმართულია ხელისგული ფართოდ გაშლილი თითებით, სრულდება მოძრაობა სხეულისკენ და ცერი ეხება მკერდს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

ქონა

ქონა  _    ქონება, რამის ფლობა   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ზევით მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი და მარჯვნივ მიმართული თითებით, მარცხნივ მიმართულია მარჯვენა ხელისგული გაშლილი და წინ მიმართული თითებით, მარჯვენა ხელით სრულდება მოძრაობა ქვევით და ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

ქოლგა

ქოლგა  _   წვიმისა და მზისაგან დასაცავი ხელში დასაჭერი დასაკეცი მოწყობილობა   ჯოხზე მიმაგრებულ ჩხირებზე მომრგვალოდ გადაჭიმული ქსოვილით   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური, იკონური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია მარცხენა ხელისგული მუშტად შეკრული თითებით, მარცხენა ხელზე ზემოდან განთავსებულია იმავე კონფიგურაციით მარცხნივ მიმართული მარჯვენა ხელისგული, მარჯვენა ხელით სრულდება მოძრაობა ზევით და ბოლო ფაზაში ქვევით მიმართულია მარჯვენა ხელისგული ფართოდ გაშლილი თითებით. ჟესტი … Read more

Categories

ქოთანი

ქოთანი _   საჭმლის მოსამზადებელი, თიხის პირფართო ჭურჭელი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ფორმა (ქოთნის)“ _ ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები წრიულად მოხრილი თითებით და ზევით აღმართული ცერებით, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა ზევით;  ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი  „ქილა“ _ ზევით მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი … Read more

Categories

ქმარი

ქმარი  _  ცოლის მეუღლე, კაცი იმ ქალის მიმართ, რომელთანაც ქორწინებით არის დაკავშირებული   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მეუღლე“ / „ბეჭედი“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები ფართოდ გაშლილი, ქვევით დაშვებული თითებით, მარჯვენა ხელის ცერი და საჩვენებელი თითი შემოჭდობილია მარცხენა არათითზე, მარჯვენა ხელით სრულდება მოძრაობა მარცხნივ და ზევით;  ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი … Read more

Categories

ქიშპობა

ქიშპობა  _    ცილობა, მეტოქეობა, ჯიბრი, შუღლი   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მუშტად შეკრული თითებით ზევით და ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, ბოლო ფაზაში თითები გაშლილია, ზევით აღმართულია ცერები და თითების წვერებით ერთმანეთს ეხება ხელები.  ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

ქიშმიში

  ქიშმიში  _  შემჭკნარი და გამომშრალი ყურძნის მარცვალი, იყენებენ კულინარიაში   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ყურძენი“ – მარჯვნივ მიმართულია მარცხენა ხელისგული, საჩვენებელი თითი და ცერი ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია და ზევით აღმართული, სხეულისკენ მიმართულია მარჯვენა ხელისგული, საჩვენებელი თითი და ცერი ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია და მარცხნივ მიმართული, … Read more

Categories