შედარება

შედარება _  ერთმანეთთან შეპირისპირება მსგავსება-განსხვავების გამოსარკვევად   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ქვევით მიმართული თითებით, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ და ხელები ერთმანეთს ეხება. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

შეგროვება

შეგროვება  _ ერთად მოკრება, თავის მოყრა, მოქუჩება, შეკრება   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მოგროვება“ _ ზევით მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით, მარცხნივ მიმართულია მარჯვენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით, მარჯვენა ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა მარცხნივ და ბოლო ფაზაში სხეულისკენ მიმართულია მარცხენა ხელისგულის ზემოთ განთავსებული მარჯვენა ხელისგული მუშტად შეკრული თითებით; ჟესტის მეორე ნაწილია … Read more

Categories

შეგნება

შეგნება  _ შინაარსში, არსში ჩაწვდომა, შეცნობა, გაგება, მიხვედრა   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „გონება“ _ ქვევით მიმართულია ხელისგული, გაშლილი და შუბლზე მიდებულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ყველაფერი“ _ წინ  მიმართულია ხელისგული გაშლილი თითებით და ჩაკეცილი ცერით, სრულდება მოძრაობა მარცხნივ და ბოლო ფაზაში ცერი ეხება … Read more

Categories

შეგზავნა

შეგზავნა _  შიგნით გაგზავნა   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „კაუზაციის ნიშანი“ / „ბრძანება“ _ მუშტად შეკრული თითებით ქვევით მიმართულია ხელისგული, მომდევნო ფაზაში გაშლილი და წინ მიმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მიდი“ _ მარცხნივ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და წინ მიმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია … Read more

Categories

შეგვიანება

შეგვიანება _  ცოტა დაგვიანება, შეხანება, შეყოვნება   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ერთმანეთისკენ მიმართული თითებით, ზევით განთავსებული მარჯვენა ხელით სრულდება მოძრაობა ქვევით, მარცხენა ხელის წინ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

შებრძოლება

შებრძოლება  _  ბრძოლის გამართვა, დაწყება, შეიარაღებული შეტაკება, შებმა   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია ხელისგულები, გაშლილი თითებით ერთმანეთზე გადაჭდობილია ხელები, ორივე ხელით ერთად სრულდება მოძრაობა მარჯვნივ. ჟესტი წარმოდგენილია მხრების დონეზე.    

Categories

შებრუნება

შებრუნება  _  უკანვე დაბრუნება, მიბრუნება, შეტრიალება   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, ზევით განთავსებული მარჯვენა ხელისგული მიმართულია სხეულისკენ, გაშლილი და ქვევით მიმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, მარჯვენა ხელით სრულდება განმეორებითი, წრიული მოძრაობა მარცხენა ხელის გარშემო. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

შებოლვა

შებოლვა  _  გაკვამვლა, გამურვა, შეჭვარტვლა, კვამლში გამოცხობა   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია მარჯვენა ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართულია არათითი, შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, ქვევით მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი და მარჯვნივ მიმართული თითებით, მარჯვენა ხელით სრულდება განმეორებითი, წრიული მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

შაქარი

შაქარი _ ჭარხლის ან ლერწმის გადამუშავებით მიღებული ტკბილი საკვები ნივთიერება   ერთხელიანი, სტატიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილი საჩვენებელი თითი და ცერი ეხება მარჯვენა ლოყას, დანარჩენი თითები გაშლილია და ზევით აღმართული. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.

Categories

შარშანწინ

შარშანწინ _   შარშანდელი წლის წინა წელს   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, წინ მიმართულია სახესთან განთავსებული ხელისგული, გაშლილია ცერი და ზევით აღმართულია საჩვენებელი თითი,  დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება მოძრაობა მარჯვნივ. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.

Categories

შარშან

შარშან  _ გასულ წელს, ერთი წლის წინათ   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, წინ მიმართულია სახესთან განთავსებული ხელისგული, გაშლილი და მარცხნივ მიმართულია ცერი,  დანარჩენი თითები კრავენ მუშტს, სრულდება მოძრაობა მარჯვნივ. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.  

Categories

შარვალი

შარვალი _  წელსქვევით ჩასაცმელი ტოტებიანი გარეთა სამოსი   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ქვევით მიმართულია საჩვენებელი თითები და ნეკები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ხელები ეხება ფეხებს, ორივე ხელით სრულდება სინქრონული მოძრაობა ზევით. ჟესტი წარმოდგენილია წელს ქვევით, ფეხის დონეზე.  

Categories

შავი

შავი  _   ყველა ფერზე მუქი, ნახშირის, გიშრის ფერი   ერთხელიანი, სტატიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგული ფართოდ გაშლილი და ფალანგებში მოხრილი თითებით, ხელი ეხება თავს. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.

Categories

შადრევანი

შადრევანი  _ წნევით ამონატყორცნი წყლის ნაკადი   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, წინ მიმართულია ხელისგულები, ცერები ეხება გაშლილი თითების წვერებს, ბოლო ფაზაში ქვევით მიმართულია ხელისგულები ფართოდ გაშლილი და წინ მიმართული თითებით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და მხრების დონეზე.  

Categories

შაბათი

შაბათი   შვიდდღიანი კვირის მეექვსე დღე    ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია ხელისგული, გაშლილია ცერი და ნეკი თითები, დანარჩენი თითები კრავენ მუშტს, სრულდება განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories