ჩინეთი

ჩინეთი  _  ქვეყანა აზიაში   ერთხელიანი,  დინამიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია ხელისგული, ცერი ეხება შუა და საჩვენებელი თითების წვერებს, დანარჩენი თითები გაშლილია, სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან, ხელი ეხება შუბლს საფეთქელთან. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.

Categories

ჩინებული

ჩინებული _  შესანიშნავი, დიდებული, საუცხოო   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, წინ მიმართულია ერთმანეთთან ახლოს განთავსებული ხელისგულები, ცერები ეხება საჩვენებელი თითების წვერებს, დანარჩენი თითები გაშლილია, სრულდება რკალური ტრაექტორიის  განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ გადაადგილდება, მარცხენა _ მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

ჩივილი

ჩივილი _  მდურვა, სამდურავის, საყვედურის ლაპარაკი   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია  ხელისგულები, გაშლილი და ზევით აღმართულია შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია მხრების დონეზე.    

Categories

ჩვეულებრივი

ჩვეულებრივი _ რაც ან ვინც არ გამოირჩევა სხვებისგან; ისეთი, როგორიც ბევრი სხვაა   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია  ხელისგულები, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია მხრების დონეზე.

Categories

ჩვენი

ჩვენი _   პირველი პირის მრავლობითი რიცხვის კუთვნილებითი ნაცვალსახელი: რაც ჩვენ გვაქვს ან ვინც ჩვენ გვყავს, რაც ან ვინც ჩვენ გვეკუთვნის   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ჩემი“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგული გაშლილი და მარცხნივ მიმართული თითებით, სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან, ხელი ეხება მკერდს; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მრავლობითობის ნიშანი“ … Read more

Categories

ჩვენება

ჩვენება    _     დანახვება   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „ნახვა“ _ სხეულისკენ მიმართულია სახის წინ განთავსებული მარჯვენა ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართულია შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ჩვენება“ _ მარჯვნივ და ზევით მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი და წინ მიმართული თითებით, სხეულისკენ და ზევით … Read more

Categories

ჩემი

ჩემი  _  პირველი პირის კუთვნილებითი ნაცვალსახელი მხოლოობითი რიცხვისა,  რაც მე მაქვს ან ვინც მე მყავს, რაც ან ვინც მეკუთვნის   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგული გაშლილი და მარცხნივ მიმართული თითებით, სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან, ხელი ეხება მკერდს.  ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

ჩამოჯდომა

ჩამოჯდომა _  რისამე კიდეზე დაჯდომა   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მარჯვნივ მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, ქვევით მიმართულია მარჯვენა ხელისგული, გაშლილი და ფალანგებში მოხრილია ქვევით მიმართული შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, მარჯვენა ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა მარცხნივ და ხელი გაშლილი თითებით ეხება მარცხენა ხელისგულს, მომდევნო ფაზაში წარმოდგენილია ორხელიანი, … Read more

Categories

ჩაცმა

ჩაცმა _  ტანსაცმლით შემოსვა   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია  ხელისგულები, ცერები ეხება მოხრილი თითების წვერებს, ორივე ხელით სრულდება განმეორებითი წრიული მოძრაობა და ხელები ეხება მკერდს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

ჩაყოლა

ჩაყოლა  _  ვინმესთან (რამესთან) ერთად ჩასვლა, ჩადევნება   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია ერთმანეთთან ახლოს განთავსებული ხელისგულები  მუშტებად შეკრული თითებით და ზევით აღმართული ცერებით, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება ირიბი ტრაექტორიის მოძრაობა წინ და ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

ჩაყოფა

ჩაყოფა _  ჩადება, ჩაშვება   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მარჯვნივ მიმართულია მარცხენა ხელისგული ფართოდ გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, წინ მიმართულია ზევით განთავსებული მარჯვენა ხელისგული, გაშლილი და წინ მიმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, მარჯვენა ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა წინ და ქვევით.  ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

ჩაქუჩი

ჩაქუჩი  _ ხისტარიანი დასარტყმელა რკინის იარაღი   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგული მუშტად შეკრული თითებით, სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით.  ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

ჩატანა

ჩატანა  _  ზევიდან ქვევით რისამე გადანაცვლება, ჩაზიდვა   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები  მუშტებად შეკრული თითებით და ცერებზე შემოხვეული საჩვენებელი თითებით, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება ირიბი ტრაექტორიის მოძრაობა ქვევით და მარჯვნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე ოდნავ ქვევით.  

Categories

ჩასვლა

ჩასვლა  _  ზემოდან ქვემოთ გადანაცვლება   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი და მარჯვნივ მიმართული თითებით, ქვევით მიმართულია ზევით განთავსებული მარჯვენა ხელისგული, გაშლილი და ფალანგებში მოხრილია წინ მიმართული შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები კრავენ მუშტს, მარჯვენა ხელით სრულდება მოძრაობა წინ და ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

ჩარჩო

ჩარჩო _  შეკრული ოთხკუთხედი (ან სხვა ფორმის) საგანი, რომელშიც მინას ან სურათს ათავსებენ   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური, იკონური ჟესტი, წინ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ფალანგებში მოხრილია ცერები და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება ჯერ განსვლითი, შემდეგ კი ქვევით მიმართული მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია მხრების დონეზე.  

Categories