ამპლიტუდა

ამპლიტუდა  –  მანძილი ორ წერტილს შორის, რომელთა ფარგლებშიც ირხევა რაიმე სხეული; მერყეობის, ცვალებადობის საზღვრები   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ხელისგულები ქვევითაა მიმართული, საჩვენებელი თითები გაშლილია და ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, მარჯვენა ხელით სრულდება მოძრაობა მარჯვნივ და წინ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

ამპარტავნება

ამპარტავნება  –   ქედმაღლობა, მედიდურობა   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ამაყი“ – მარჯვენა ხელისგული მიმართულია მარცხნივ, თითები მუშტადაა შეკრული და ცერი ზევითაა აღმართული, სრულდება მოძრაობა ზევით და ხელი სხეულს ეხება; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ცხვირაწეული“ – ხელისგული ქვევითაა მიმართული, გაშლილია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები მუშტადაა შეკრული, საჩვენებელი თითი ეხება ცხვირს და … Read more

Categories

ამპარტავანი

ამპარტავანი  – მეტისმეტად ამაყი, მედიდური, ქედმაღალი   სამნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ამაყი“ – მარჯვენა ხელისგული მიმართულია მარცხნივ, თითები მუშტადაა შეკრული და ცერი ზევითაა აღმართული, სრულდება მოძრაობა ზევით და ხელი სხეულს ეხება; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ცხვირაწეული“ – ხელისგული ქვევითაა მიმართული, გაშლილია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები მუშტადაა შეკრული, საჩვენებელი თითი ეხება … Read more

Categories

ამოწყვეტა

ამოწყვეტა –   ამოხოცვა, ამოჟლეტა, მოსპობა.   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მარჯვენა ხელისგული ქვევითაა მიმართული, გაშლილია თითები და ქვევით ჩაწეული შუა თითი ეხება გაშლილი თითებით ქვევით მიმართულ მარცხენა ხელისგულის ზურგს, მარჯვენა ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა მარჯვნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

ამოწერა

ამოწერა  –  რამეს ან ვინმეს ამოშლა ჩანაწერიდან ან ტექსტის რაიმე ნაწილის გადმოწერა   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, გაშლილი თითებით ზევით მიმართულია მარცხენა ხელისგული, ზევით განთავსებული მარჯვენა ხელისგული ქვევითაა მიმართული, გაშლილია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები მუშტადაა შეკრული, მარჯვენა ხელით სრულდება მოძრაობა მარჯვნივ და საჩვენებელი თითი ეხება მარცხენა ხელისგულს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

ამოცანა

ამოცანა – მოსაცნობი, გადასაწყვეტი, გადასაჭრელი საკითხი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „გამოგონება“ – ხელისგული მიმართულია მარცხნივ და ქვევით, გაშლილი საჩვენებელი თითი წვერით ეხება საფეთქელს, დანარჩენი თითები მუშტადაა შეკრული; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ანგარიში“ – ხელისგულები გაშლილი თითებით ქვევითაა მიმართული, ერთმანეთის პარალელურად განთავსებული ხელები წინ მიემართება თითების რხევით. ჟესტი სრულდება … Read more

Categories

ამონაბეჭდი

ამონაბეჭდი  – ამობეჭდილი, დაბეჭდილი რამე,  ჟურნალიდან ან კრებულიდან ამოღებული ნაბეჭდი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დაბეჭდვა“ – ზევით მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით, მარჯვენა ხელი მუშტად შეკრული თითებით და ქვევით მიმართული ხელისგულით ქვევით ეშვება და ეხება მარცხენა ხელისგულს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ამოსვლა“ – სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი … Read more

Categories

ამომავალი

ამომავალი –  ვინც ან რაც ამოდის   ერთხელიანი, დინამიკური, ჟესტი, წინ  მიმართულია ხელისგული, ცერი ეხება მოხრილი თითების წვერებს,  სრულდება მოძრაობა მარცხნივ და ქვევით, ბოლო ფაზაში თითები ფართოდ გაშლილია და ხელისგული წინაა მიმართული. ჟესტი წარმდგენილია მხრების  დონეზე.

Categories

ამიტომ

ამიტომ  – ამის გამო, ამ მიზეზით   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ორივე ხელის საჩვენებელი და შუა თითები გაშლილია, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, მარცხენა ხელისგული ქვევითაა მიმართული, ზევით განთავსებული მარჯვენა ხელისგული ზევითაა მიმართული და გაშლილი თითები ზურგით ეხება მარცხენა ხელის გაშლილ თითებს, მარჯვენა ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა წინ და ქვევით, ბოლო ფაზაში ქვევით მიმართული მარჯვენა ხელისგული … Read more

Categories

ამისი

ამისი –  რაც ამას ეკუთვნის, ამისგან მომდინარე   ორნაწილიანი  ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „ეს“/ „ამ“ – ხელისგული ქვევითაა მიმართული, გაშლილი და ქვევით მიმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად;  ჟესტის მეორე ნაწილია სიტყვა-ჟესტი „ კუთვნილება” – ხელისგული ზევით და სხეულისკენაა მიმართული, გაშლილი და ზედა ფალანგებში ერთად მოხრილი თითები ზევით მიემართება, ხელი მარცხნივ და … Read more

Categories

ამინდი

ამინდი  –  ატმოსფერული მდგომარეობა   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ხელისგულები  გაშლილი და ზევით აღმართული თითებით ერთმანეთისკენაა მიმართული, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი  მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ, ბოლო ფაზაში ხელები ჯვარედინად გადაიკვეთება იმავე კონფიგურაციით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

ამინ

ამინ   – ლოცვის დაბოლოება ნიშნავს – ჭეშმარიტად!   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, ცერი და საჩვენებელი თითი კრავს ზევით მიმართულ წრეებს, დანარჩენი თითები გაშლილია, ორივე ხელით სრულდება სინქრონული მოძრაობა ქვევით.  ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე ოდნავ ქვევით.

Categories

ამიერიდან

ამიერიდან  –  ამის შემდეგ, აქედან დაწყებული‚ ამ დღიდან მოყოლებული‚ დღეიდან   სამნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „ეს“/ „ამ“ – ხელისგული ქვევითაა მიმართული, გაშლილი და ქვევით მიმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მერე“  – ხელისგული მიმართულია სხეულისკენ, ცერი და საჩვენებელი თითები ერთმანეთს ეხება წვერებით, დანარჩენი თითები გაშლილია, … Read more

Categories

ამიერ

ამიერ  – ამიერიდან‚ ამას იქით   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „ეს“/ „ამ“ – ხელისგული ქვევითაა მიმართული, გაშლილი და ქვევით მიმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დაწყება“ –  გაშლილი და ზევით აღმართლი თითებით მარცხენა ხელისგული მიმართულია მარჯვნივ, მარცხენა ხელისგულთან განთავსებული მარჯვენა ხელისგული  მიმართულია წინ, გაშლილი … Read more

Categories

ამერიკა

ამერიკა  –  ამერიკის ქვეყანა, აშშ   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ხელისგული სხეულისკენაა მიმართული,  გაშლილია თითები და ქვევით ჩაწეული შუა თითი ეხება ჯერ ნიკაპს, შემდეგ შუბლს. ჟესტი სრულდება სახის დონეზე.

Categories