მრგვალი

მრგვალი –  წრის მოყვანილობის, სფეროსებრი   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ხელისგული მიმართულია ქვევით, გაშლილი და ქვევით მიმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება წრიული მოძრაობა მარჯვნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

მრავალშვილიანი

მრავალშვილიანი  – ვისაც ბევრი შვილი ჰყავს, წვრილშვილი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ბევრი“ – ქვევით მიმართულია ხელისგული გაშლილი თითებით, ხელი ეხება სახეს და მარჯვნივ მოძრაობს ნიკაპის გასწვრივ; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „შვილი“ – ხელისგული მიმართულია სხეულისკენ, ცერი და საჩვენებელი და თითები ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია, ხელი ეხება მკერდს … Read more

Categories

მრავალი

მრავალი  – დიდი რაოდენობისა, ბევრი   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია ხელისგული გაშლილი თითებით, ხელი ეხება სახეს და მარჯვნივ მოძრაობს ნიკაპის გასწვრივ. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.  

Categories

მჟავე

მჟავე –  სპეციფიკური მწვავე გემო, ჭმახი   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგული,  გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, მომდევნო ფაზაში საჩვენებელი თითი მოხრილია ცხვირთან. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.

Categories

მოხუცი

მოხუცი –  სიბერეში შესული, მოხუცებული, დაბერებული, ბებერი   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ხელისგული სახისკენაა მიმართული, თითები შეკრულია მუშტად, ხელი ლოყას ეხება და ქვევით მოძრაობს. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.

Categories

მოხსენება

მოხსენება –  საჯარო გამოსვლა, საკითხის ვრცელი და დალაგებული გადმოცემა, მსჯელობა რაიმე საკითხზე   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სიტყვით გამოსვლა“ – ზევით მიმართულია ხელისგული გაშლილი და წინ მიმართული თითებით, სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „თხრობა“ / „მოყოლა“ – ხელისგულები მიმართულია წინ, ცერები და შუა თითები … Read more

Categories

მოხეტიალე

მოხეტიალე –   მოყიალე, მოარული   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია ხელისგული, გაშლილი და წინ მიმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები კრავენ მუშტს, სრულდება კლაკნილი ტრაექტორიის მოძრაობა წინ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

მოხედვა

მოხედვა  – გამოხედვა, თვალის აქეთ მოპყრობა   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია ხელისგული, გაშლილი და წინ მიმართულია საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები კრავენ მუშტს,  სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

მოხდენა

მოხდენა –   შნოს, ლაზათის მიცემა   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მარჯვენა ხელისგული მიმართულია ქვევით, გაშლილი და ქვევით მიმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, მარცხენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით მიმართულია ზევით, ხელები ერთმანეთს სინქრონულად უახლოვდება. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

მოხარშვა

მოხარშვა –  ადუღებულ წყალში რამის დუღილი   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ზევით მიმართულია ხელისგულები გაშლილი და  ფალანგებში ოდნავ მოხრილი თითებით, მარჯვენა ხელი ქვევითა განთავსებული, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, მონაცვლეობითი მოძრაობა ზევით-ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

მოჭიდავე

მოჭიდავე  – ვინც ჭიდაობს, ეჭიდავება ვისმე   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ჭიდაობა“ – ერთმანეთისკენ მიმართულია ერთმანეთზე მიდებული ხელისგულები, გაშლილი და ფალანგებში მოხრილია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, სრულდება პოზიციათა მონაცვლეობითი, განმეორებადი მოძრაობა; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ადამიანი“ – ხელისგული მიმართულია წინ, გაშლილი ცერით და საჩვენებელი თითით ღია წრეა … Read more

Categories

მოწყვეტა

მოწყვეტა  –  რამეზე დამაგრებულის მოცლა, რისამე ნაწილის მოცილება, მოგლეჯა   ერთხელიანი, დინამიკური, პანტომიმური ჟესტი, ზევით მიმართულია ხელისგული გაშლილი და  ფალანგებში ოდნავ მოხრილი თითებით, ხელი მოძრაობს ქვევით და ბოლო ფაზაში ზევით აღმართულია ფალანგებში მოხრილი თითები. ჟესტი წარმოდგენილია მხრების დონეზე.  

Categories

მოწყენა

მოწყენა –   მობეზრება, მოყირჭება   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, მარცხნივ მიმართულია ხელისგული გაშლილი და  ფალანგებში არათანაბრად მოხრილი თითებით, ცერი ეხება ლოყას, რკალური ტრაექტორიით ხელი მოძრაობს მარჯვნივ ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.

Categories

მოწონება

მოწონება  –  კარგად მიჩნევა   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, მარცხნივ მიმართულია ხელისგული, ცერი და საჩვენებელი თითი ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია, ხელი მოძრაობს სახისკენ და ეხება ცხვირს, ბოლო ფაზაში ყველა თითი ფართოდ გაშლილია. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.

Categories

მოწმობა

მოწმობა  –  ოფიციალური დოკუმენტი, ცნობა, რითაც რაიმე დასტურდება   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური, პანტომიმური სიტყვა-ჟესტი „გადაშლა“ – ერთმანეთისკენ მიმართულია ერთმანეთთან ახლოს მიტანილი ხელისგულები, გაშლილი და წინ მიმართული  თითებით, რკალური ტრაექტორიით სინქრონულად სრულდება ქვევით მიმართული განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ და ქვევით გადაადგილდება, მარცხენა – მარცხნივ და ქვევით: ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, … Read more

Categories