ჯაზი

7

ჯაზი _  ამერიკული გასართობი და საცეკვაო მუსიკა

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გიტარა“ _ მარჯვენა ხელისგული ფართოდ გაშლილი და მარცხნივ მიმართული თითებით მიმართულია სხეულისკენ, ზევით მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილი, მარცხნივ მიმართული თითებით, მარჯვენა ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ბანდა“ / „ჯგუფი“ _ ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და წრიულად მოხრილი თითებითა და ზევით აღმართული ცერებით, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება მოძრაობა ერთმანეთისკენ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.