ჯავრი

6

ჯავრი  _  დარდი, საწუხარი, საფიქრალი

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მწუხარება“ _ მუშტად შეკრული თითებით ხელისგული მიმართულია სხეულისკენ, ხელი ეხება მკერდს, სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სიძულვილი“ _ სახის წინ განთავსებული მარჯვენა ხელისგული მიმართულია სხეულისკენ, გაშლილი და ზევით აღმართული საჩვენებელი თითი ეხება ლოყას თვალთან, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, ბოლო ფაზაში წინ მიმართულია ხელისგული ფართოდ გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, სრულდება მოძრაობა მარჯვნივ და ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.