ჯადოქარი

5

ჯადოქარი _  ვისაც ჯადოთი შეკვრა შეუძლია, გრძნეული, ჯადოსანი

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ჯადო“ _ მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით ზევითაა მიმართული, მარჯვენა ხელისგული ქვევითაა მიმართული, გაშლილია თითები და ქვევით ჩაწეული შუა თითი ეხება მარცხენა ხელისგულს, მარჯვენა ხელით სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ადამიანი“ _ ხელისგული მიმართულია წინ, გაშლილი ცერით და საჩვენებელი თითით ღია წრეა გამოსახული, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და მხრების დონეზე.