ჯადოსნური

4

ჯადოსნური  _   რასაც ჯადოს ძალა აქვს, სასწაულებრივი

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გამოგონება“  / „ფანტაზია“ _ ხელისგულები მიმართულია ერთმანეთისკენ, გაშლილი და წინ მიმართულია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა სახის წინ; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გამოგონება“ / „ფანტაზია“ _ სახის წინ განთავსებული მარჯვენა ხელისგული ფართოდ გაშლილი და ზევით აღმართული თითებით მიმართულია სხეულისკენ, ზევით მიმართულია ქვევით განთავსებული  მარცხენა ხელისგული ფართოდ გაშლილი და ზევით აღმართული თითებით; ჟესტის მესამე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ჯადოსნობა“ _ ზევით მიმართულია ხელისგულები, ცერები ეხება გაშლილი და ზევით აღმართული თითების წვერებს, ორივე ხელით სრულდება განმეორებითი, მონაცვლეობითი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.