იმათი – მრავლობითი რიცხვის მესამე პირის კუთვნილებითი ნაცვალსახელი
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „ის“ / „იგი“ – ხელისგული მიმართულია წინ, გაშლილი და წინ მიმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „კუთვნილება“ – სხეულისკენ მიმართულია ხელისგული გაშლილი და ზედა ფალანგებში ერთად მოხრილი, ზევით აღმართული თითებით, სრულდება მოძრაობა მარჯვნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.