ჰობი

8

ჰობი _   საყვარელი და სასიამოვნო საქმიანობა

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური, მითითებითი სიტყვა-ჟესტი „გული“ _ ხელისგული გაშლილი თითებით მიმართულია სხეულისკენ, შუა თითი ეხება მკერდს;  ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დამოკიდებულება“  _ ქვევით მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი და მარჯვნივ მიმართული თითებით, მარჯვენა ხელისგული ქვევითაა მიმართული გაშლილი თითებით, მარჯვენა ხელით სრულდება განმეორებადი  მოძრაობა  ზევით-ქვევით და ქვევით ჩაწეული შუა თითი ეხება მარცხენა ხელისგულის ზურგს, ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.