ჰონორარი

9

ჰონორარი _   ხელოვანის შრომის გასამრჯელო

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი  „ხელფასი“ – მარცხნივ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართულია შუა, არათითი და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული  დინამიკური სიტყვა-ჟესტი  „(სახელფასო) დანამატი“ _ სხეულისკენ მიმართულია მარცხენა ხელისგული, ცერი ეხება გაშლილი, და ზედა ფალანგებში ერთად მოხრილი თითების წვერებს, წინ მიმართულია მარჯვენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით, ზევით განთავსებული მარჯვენა ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა წინ და ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მხრებისა და მკერდის დონეზე.