უქნარა

უქნარა _  არაფრის გამკეთებელი, ზარმაცი, მცონარა, უსაქმური   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ხელისგული მიმართულია სახისკენ, გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილია საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით, ბოლო ფაზაში მუშტად შეკრულია თითები. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.

Categories

უქმი

უქმი  _ უსარგებლო, გამოუსადეგარი, ფუჭი, უნაყოფო   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „არა“ _ წინ მიმართულია ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სამუშაო“ _ ქვევით მიმართულია ხელისგული, საჩვენებელი თითი და ცერი ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია, სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა ქვევით … Read more

Categories

უფულო

უფულო _   ვისაც ფული არა აქვს   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ფული“ _ ხელისგული ზევითაა მიმართული, მარჯვენა საჩვენებელი და შუა თითების წვერებს განმეორებითი მოძრაობით ეხება ცერი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ცარიელი“ _ მარჯვენა ხელისგული ქვევითაა მიმართული, გაშლილია თითები და ქვევით ჩაწეული შუა თითი ეხება მარცხენა … Read more

Categories

უფსკრული

უფსკრული _  მეტისმეტად ღრმა, თვალჩაუწვდენელი ხევი, ხრამი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური, სიტყვა-ჟესტი „მიწა“_ სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, მარჯვენა ხელის გაშლილ თითებს უჭირავთ მარცხენა ხელის გაშლილი ნეკი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, მარჯვენა ხელი მარჯვნივ მოძრაობს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „შიგნით“ _ მარცხენა ხელისგული გაშლილი და ფალანგებში ერთად მოხრილი თითებით მიმართულია … Read more

Categories

უფროსი

უფროსი _ ასაკით, წლოვანებით სხვაზე დიდი, მეტი ხნის   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, მუშტად შეკრული თითებით სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა ზევით და მარჯვნივ, ხელი ეხება ნიკაპს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

უფლება

უფლება _  რისამე კეთების, განხორციელების შესაძლებლობა და ნებართვა   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მუშტად შეკრული თითებით ქვევით  მიმართულია ხელისგულები, ორივე ხელით სრულდება სინქრონული მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

უფალი

უფალი  _  ღმერთი   ერთხელიანი, სტატიკური ჟესტი, შუბლზე მიდებულია მუშტად შეკრული თითებით  წინ მიმართული ხელისგული. ჟესტი სრულდება სახის დონეზე.  

Categories

უსუსური

უსუსური   _  უმწეო, უღონო, სუსტი, შეუძლო   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები ფართოდ გაშლილი და ერთმანეთისკენ მიმართული თითებით, ორივე ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი, მონაცვლეობითი მოძრაობა ზევით-ქვევით.  ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

უსინათლო

უსინათლო  _   ბრმა,  ვინც სრულებით ვერ ხედავს, მხედველობას მოკლებული   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგული გაშლილი და ფალანგებში მოხრილი თითებით, ხელი ეხება თვალს, სრულდება განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.

Categories

უსისტემო

უსისტემო  _  სისტემას, წესს მოკლებული, უწესრიგო, უთავბოლო   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გარეშე“ – მარცხენა ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით მიმართულია მარჯვნივ, მარჯვენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით მიმართულია მარცხნივ და წინ, მარჯვენა ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს და ქვევით მოძრაობს რკალური ტრაექტორიით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „კანონი“_  წინ მიმართულია … Read more

Categories

უსინდისო

უსინდისო _  ვისაც სინდისი არა აქვს, უპატიოსნო   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ნამუსი“ _ ქვევით მიმართულია ხელისგული, გაშლილი და  სხეულისკენ მიმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები კრავენ მუშტს, სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან, თითი ეხება ლოყას; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „არქონა“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგული გაშლილი და ერთმანეთთან შეტყუპებული თითებით, … Read more

Categories

უსიამოვნო

უსიამოვნო _  რაც სასიამოვნო, არ არის, უამური   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „არა“ _  წინ მიმართულია ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სიამოვნება“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგული გაშლილი და მარცხნივ მიმართული თითებით, ხელი ეხება მკერდს და სრულდება მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია … Read more

Categories

უსახლკარო

უსახლკარო _  ვისაც სახლკარი არა აქვს, უბინაო   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გარეშე“ – მარცხენა ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით მიმართულია მარჯვნივ, მარჯვენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით მიმართულია მარცხნივ და წინ, მარჯვენა ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს და ქვევით მოძრაობს რკალური ტრაექტორიით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „სახლი“ _ ერთმანეთისკენ … Read more

Categories

უსაქმური

უსაქმური  _  ვინც არ საქმიანობს, ვინც დროს უქმად ატარებს, უქნარა, ზარმაცი   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მარცხენა ხელისგული გაშლილი და მარჯვნივ მიმართული თითებით მიმართულია ქვევით, მარცხენა ხელის ქვეშ განთავსებული მარჯვენა ხელისგული მუშტად შეკრული თითებით და ზევით აღმართული ცერით მიმართულია სხეულისკენ, მარჯვენა ხელით სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

უსაქმო

უსაქმო  _ უსაქმური, ზარმაცი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გარეშე“ – მარცხენა ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით მიმართულია მარჯვნივ, მარჯვენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით მიმართულია მარცხნივ და წინ, მარჯვენა ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს და ქვევით მოძრაობს რკალური ტრაექტორიით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „საქმე“ _ ქვევით მიმართულია ხელისგულები გაშლილი … Read more

Categories