უცოლშვილო

4

უცოლშვილო  _    ვისაც ცოლშვილი არა ჰყავს

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გარეშე“ – მარცხენა ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით მიმართულია მარჯვნივ, მარჯვენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით მიმართულია მარცხნივ და წინ, მარჯვენა ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს და ქვევით მოძრაობს რკალური ტრაექტორიით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ბეჭედი“ / „ცოლი“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი თითებით, მარჯვენა ხელი ეხება მარცხენა არათითს ბეჭდის ადგილას და მარცხნივ, ზევით მოძრაობს;  ჟესტის მესამე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „შვილი“ – ხელისგული მიმართულია სხეულისკენ, საჩვენებელი თითი და ცერი ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია, ხელი ეხება მკერდს და ქვევით ეშვება რკალური ტრაექტორიით. ჟესტი სრულდება მკერდის დონეზე.

კატეგორია:

უცოლო

3

უცოლო  _  ვისაც ცოლი არა ჰყავს

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ბიჭი“_ ხელისგული მიმართულია მარცხნივ, გაშლილი და ფალანგაში მოხრილი საჩვენებელი  თითი ეხება შუბლს;, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „უმეუღლეო“ _ ხელისგული მიმართულია სხეულისკენ, თითები გაშლილია და თითების წვერებით ხელი ეხება მკერდს, რკალური ტრაექტორიით სრულდება განმეორებადი  მოძრაობა ზევით-ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.

 

კატეგორია:

უცოდინარი

2

უცოდინარი   _ ვისაც ცოდნა არა აქვს, გაუნათლებელი, უსწავლელი

 

რთული ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „ფიქრი“ / „ცოდნა“ _ ქვევით მიმართულია ხელისგული, გაშლილი და შუბლზე მიდებულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „წიგნიერება“ / „გრამატიკა“ _ სხეულისკენ

მიმართულია ხელისგული, გაშლილი და მარცხნივ მიმართულია საჩვენებელი თითი, ზევით აღმართულია ცერი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება მოძრაობა მარცხნივ; ჟესტის მესამე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „არა“ _ წინ მიმართულია ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.

კატეგორია:

უცოდველი

1

უცოდველი _  ვისაც ცოდვა არ ჩაუდენია, უდანაშაულო

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გარეშე“ – მარცხენა ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით მიმართულია მარჯვნივ, მარჯვენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით მიმართულია მარცხნივ და წინ, მარჯვენა ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს და ქვევით მოძრაობს რკალური ტრაექტორიით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ცოდვა“ _ მუშტად შეკრული თითებით ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, მონაცვლეობითი მოძრაობა სხეულისკენ და ცერებით ხელები ეხება მკერდს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

კატეგორია:

უცნობი

10

უცნობი  _ რასაც ან ვისაც არ იცნობენ, რაც არ უნახავთ, არ სმენიათ

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გაცნობა“ / „ნაცნობი“ _ ვერტიკალზე ერთმანეთისკენ მიმართულია თითებით ერთმანეთზე გადაჭდობილი ხელისგულები;  ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „არა“ _ წინ მიმართულია ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

 

კატეგორია:

უცნაური

9

უცნაური  _   არაჩვეულებრივი, გასაოცარი, საკვირველი

 

ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, წინ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება ზევით მიმართული განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ და ზევით გადაადგილდება, მარცხენა _ მარცხნივ და ზევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

 

კატეგორია:

უცებ

8

უცებ   _   მოულოდნელად, უცაბედად

 

ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ერთანეთისკენ მიმართულია ხელისგულები ფართოდ გაშლილი და წინ მიმართული თითებით, სრულდება განმეორებითი მოძრაობა _ ხელები ტრიალებს მაჯებში და ბოლო ფაზაში ზევით მიმართულია ხელისგულები. ჟესტი წარმოდგენილია მხრების დონეზე.

კატეგორია:

უჩინარი

7

უჩინარი _  რაც არა ჩანს, თვალით დაუნახავი, უხილავი

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ნახვა“ _ ხელისგული მიმართულია სახისკენ, გაშლილი და ზევით აღმართულია  საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება მოძრაობა წინ და ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გაქრობა“ _  სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და  ფალანგებში ერთად მოხრილი, ერთმანეთისკენ მიმართული თითებით, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება განსვლითი მოძრაობა, ბოლო ფაზაში მუშტად შეკრული თითებით და ზევით აღმართული ცერებით ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.

კატეგორია:

უშნო

6

უშნო _   ვისაც ან რასაც შნო, მოხდენილობა აკლია, ულამაზო, ულაზათო

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ლამაზი“ _ ზევით და სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილი  და წრიულად მოხრილი თითები ეხება ლოყებს, ხელი ქვევით მოძრაობს და ცერი ეხება გაშლილი თითების წვერებს, შემდეგ ფაზაში ხელი ზევით მოძრაობს და თითების წვერებით ეხება ნიკაპს; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „არა“ _ წინ მიმართულია ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული  თითებით, სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.

კატეგორია:

უშიშარი

5

უშიშარი _   ვისაც არაფრის არ ეშინია, გულადი, გაბედული, მამაცი

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „არა“ _ წინ მიმართულია ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „შიში“ _ ზევით მიმართულია ხელისგული გაშლილი და  ფალანგებში ოდნავ მოხრილი თითებით, სრულდება მოძრაობა ზევით და ხელი ეხება მკერდს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

 

კატეგორია:

უშინაარსო

4

უშინაარსო _  შინაარსის არმქონე, შინაარსს მოკლებული, უაზრო

 

რთული ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „არა“ _  წინ მიმართულია ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ჩადება“ _  მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით მარჯვნივაა მიმართული, ქვევით მიმართულია მარჯვენა ხელისგული გაშლილი და ფალანგებში ერთად მოხრილი თითებით, მარჯვენა ხელი წინ მოძრაობს რკალური ტრაექტორიით და მომდევნო ფაზაში ცერი ეხება გაშლილი თითების წვერებს; ჟესტის მესამე ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „აზრი“ _ ხელისგული მიმართულია მარცხნივ, თითები ერთად მოხრილია ზედა ფალანგებში და ცერი ეხება გაშლილი თითების წვერებს, ხელი ეხება საფეთქელს. ჟესტი სრულდება მკერდისა და სახის დონეზე.

კატეგორია:

უშვილო

3

უშვილო  _  ვისაც შვილი არა ჰყავს

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გარეშე“ – მარცხენა ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით მიმართულია მარჯვნივ, მარჯვენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით მიმართულია მარცხნივ და წინ, მარჯვენა ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს და ქვევით მოძრაობს რკალური ტრაექტორიით; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „შვილი“ – ხელისგული მიმართულია სხეულისკენ, საჩვენებელი თითი და ცერი ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია, ხელი ეხება მკერდს და ქვევით ეშვება რკალური ტრაექტორიით. ჟესტი სრულდება მკერდის დონეზე.

კატეგორია:

უშედეგო

2

უშედეგო _  რასაც შედეგი არ მოაქვს, უნაყოფო, ფუჭი

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გარეშე“ – მარცხენა ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით მიმართულია მარჯვნივ, მარჯვენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით მიმართულია მარცხნივ და წინ, მარჯვენა ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს და ქვევით მოძრაობს რკალური ტრაექტორიით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „შედეგი“ / „პროგრამა“ _ მარჯვნივ მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, სხეულისკენ  მიმართულია მარჯვენა ხელისგული, გაშლილი და ზედა ფალანგებში ერთად მოხრილი, სხეულისკენ მიმართული თითებით, მარჯვენა ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა ქვევით და ხელი სამგან ეხება მარცხენა ხელისგულს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

კატეგორია:

უღელი

1

უღელი _ მოვალეობის, ვალდებულების სიმძიმე, ტვირთი

 

ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია ხელისგულები გაშლილი და  ფალანგებში ოდნავ მოხრილი თითებით, ორივე ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის სინქრონული მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და მხრების დონეზე.

კატეგორია:

უღელი

9

უღელი  _ 1. ურემში შესაბმელი მოწყობილობა; 2. ტვირთი, საზიდი

 

ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური, იკონური ჟესტი, მარცხენა ხელისგული მიმართულია ქვევით, გაშლილი და წინ მიმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, ზევით განთავსებული მარჯვენა ხელისგული მიმართულია ქვევით, გაშლილი და წინ მიმართულია ცერი, საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, მარჯვენა ხელით სრულდება მოძრაობა ქვევით და ხელი ეხება მარცხენა საჩვენებელ თითს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

კატეგორია: