თავსაბურავი

თავსაბურავი –  რითაც თავს იბურავენ, თავზე მოსახვევი ან დასახურავი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „თავსახვევი“  – თავის დონეზე ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილია ცერები და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ორივე ხელით სრულდება სინქრონული მოძრაობა ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მრავალფეროვნება“ – ხელისგულები მიმართულია სხეულისკენ, ფართოდ გაშლილი და … Read more

Categories

თავნება

თავნება  – თავისნება, ჯიუტი, ჟინიანი კერპი, თავისნათქვამა   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია სახესთან ახლოს მიტანილი ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, თითების რხევით სრულდება მოძრაობა ზევით. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.

Categories

თავმჯდომარე

თავმჯდომარე  –  ხელმძღვანელი, გამძღოლი   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია ხელისგულები ქვევით დაშვებული, გაშლილი თითებით, ორივე ხელით სრულდება სინქრონული მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

თავდახრა

თავდახრა   – თავის დაბლა დახრა, თავის დაწევა, დაღუნვა   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მარჯვენა ხელი იდაყვში მოხრილია და მარჯვენა ხელისგული მუშტად შეკრული თითებით მიმართულია წინ, იმავე კონფიგურაციით მარცხენა ხელი სხეულისკენ მიმართული ხელისგულით განთავსებულია მარჯვენა იდაყვის ქვეშ, მარჯვენა ხელი რკალური ტრაექტორიით ასრულებს მოძრაობას წინ და ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია  მკერდის დონეზე.  

Categories

თავმოყვარეობა

თავმოყვარეობა  – თავისი თავის დაფასების უნარი, საკუთარი ღირსების გრძნობა   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „უარი“ – ხელისგული მიმართულია მარჯვნივ, გაშლილია ცერი და ნეკი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, რკალური ტრაექტორიით სრულდება მოძრაობა ქვევით და ხელი ეხება მკერდს; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „შერცხვენა“ – ქვევით მიმართულია ხელისგული, გაშლილია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები … Read more

Categories

თავისუფლება

თავისუფლება  –  ნების გამომჟღავნების დაუბრკოლებელი შესაძლებლობა   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „თავისუფალი“ – ერთმანეთისკენ მიმართულია ახლოს ერთმანეთთან განთავსებული ხელისგულები, საჩვენებელი თითები და ცერები ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ გადაადგილდება, მარცხენა – მარცხნივ, ბოლო ფაზაში წინ მიმართულია ხელისგულები იმავე კონფიგურაციით; ჟესტის მეორე … Read more

Categories

თავისუფალი

თავისუფალი –  ვინც (ან რაც) იძულებას, ძალდატანებას არ განიცდის, დამოუკიდებელი   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია  ერთმანეთთან ახლოს განთავსებული ხელისგულები, საჩვენებელი და ცერი თითები ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ გადაადგილდება, მარცხენა – მარცხნივ, ბოლო ფაზაში წინ მიმართულია ხელისგულები იმავე კონფიგურაციით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

თავისებურება

თავისებურება  – თავისებურის თვისება, სხვებისაგან განსხვავებულობა   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ადამიანი“ – ხელისგული მიმართულია წინ, გაშლილი ცერით და საჩვენებელი თითით ღია წრეა გამოსახული, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება მოძრაობა ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ზომა“ – ხელისგულები მიმართულია წინ, ცერისა და საჩვენებელი თითების წვერები ერთმანეთს ეხება, დანარჩენი თითები … Read more

Categories

თავისი

თავისი  – საკუთარი, მისი   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ზევით მიმართულია ხელისგულები გაშლილი თითებით, ზემოთ განთავსებული მარჯვენა ხელი ქვევით მოძრაობს, ბოლო ფაზაში მარჯვენა ცერი ეხება გაშლილი თითების წვერებს და მარჯვენა ხელისგული  ზემოდან ადევს გაშლილ მარცხენას. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

თავიდან

თავიდან  – დასაწყისიდან, ხელახლა   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური  სიტყვა-ჟესტი „ახალი“ – მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით მიმართულია ზევით, ზემოთ განთავსებული მარჯვენა ხელისგული გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილი თითებით  მიმართულია ზევით, მარჯვენა ხელი ასრულებს რკალურ მოძრაობას მარჯვნივ და ზემოდან ეხება მარცხენა ხელისგულს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დაწყება“ – მარჯვნივ მიმართულია … Read more

Categories

თავი

თავი  – სხეულის ნაწილი   ერთხელიანი, სტატიკური ჟესტი, ხელისგული მიმართულია სხეულისკენ, გაშლილი და შუბლზე მიდებულია თითები. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.

Categories

თავზარდამცემი

თავზარდამცემი  – საშინელი, დიდი შიშის მომგვრელი, შემაძრწუნებელი   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, თავის დონეზე განთავსებული ხელისგული მუშტად შეკრული თითებით და ოდნავ წამოწეული, მოხრილი საჩვენებელი თითით მიმართულია მარცხნივ, რკალური ტრაექტორიით სრულდება მოძრაობა მარცხნივ და სხეულისკენ. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.

Categories

თავდაცვა

თავდაცვა –  თავისი თავისა და საკუთარი ინტერესების დაცვა, მოქმედება მტრის თავდასხმის მოსაგერიებლად   ერთხელიანი, სტატიკური ჟესტი, ხელისგული მიმართულია სხეულისკენ, გაშლილი და შუბლზე მიდებულია თითები. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.

Categories

თავდაყირა

თავდაყირა –  თავით ძირს, თავდაღმა   რთული ჟესტის  პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „თავი“ – ხელისგული მიმართულია სხეულისკენ, გაშლილი და შუბლზე მიდებულია თითები; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი,  სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გადაყირავება“ – ხელისგულები წინაა მიმართული მუშტად შეკრული თითებით, ორივე ხელით სრულდება სინქრონული მოძრაობა წინ; ჟესტის მესამე, ბოლო ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ყირა“ – თავის დონეზე … Read more

Categories

თავდასხმა

თავდასხმა  –   ვისიმე ან რისამე წინააღმდეგ გამოხდომა, თავს დაცემა    ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მარჯვენა ხელისგული ფართოდ გაშლილი და მარცხნივ მიმართული თითებით მიმართულია ქვევით; მარჯვნივ მიმართულია მარცხენა ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, მარჯვენა ხელი მარცხნივ მოძრაობს და ეხება მარცხენა საჩვენებელ თითს. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.  

Categories