თავისუფლება

7

თავისუფლება    ნების გამომჟღავნების დაუბრკოლებელი შესაძლებლობა

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „თავისუფალი“ ერთმანეთისკენ მიმართულია ახლოს ერთმანეთთან განთავსებული ხელისგულები, საჩვენებელი თითები და ცერები ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ გადაადგილდება, მარცხენა მარცხნივ, ბოლო ფაზაში წინ მიმართულია ხელისგულები იმავე კონფიგურაციით; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დამოუკიდებელი“   ხელისგული მიმართულია მარცხნივ, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და მხრების დონეზე.