ტილო

5

ტილო _ სელის ძაფის ერთგვარი მტკიცე, სწორი ზედაპირის მქონე ქსოვილი

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ნაჭერი“ _ ქვევით მიმართულია მარჯვენა ხელისგული მუშტად შეკრული თითებით, მარცხენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით სხეულისკენაა მიმართული, მარჯვენა ხელი მოძრაობს მარცხნივ; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გაწმენდა (ჭურჭლის)“ _ ზევით მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი და წინ მიმართული თითებით, ქვევით მიმართულია მარჯვენა ხელისგული გაშლილი და მარცხნივ მიმართული თითებით, მარჯვენა ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

კატეგორია:

ტვირთი

4

ტვირთი  _  გადასატანი, გადასაზიდი სიმძიმე, ბარგი

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მძიმე“ _ ზევით მიმართულია მარჯვენა ხელისგული გაშლილი თითებით, ქვევით მიმართულია მარცხენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით, მარჯვენა ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა მარცხნივ, ხელი მაჯაში ტრიალდება და ეხება მარცხენა ხელისგულის ზურგს, ბოლო ფაზაში მარჯვენა ხელისგულიც მიმართულია ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „დანიშნულება“ _ წინ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ფალანგებში მოხრილია შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

კატეგორია:

ტექსტი

3

ტექსტი  _  წერილობითი ძეგლი ან მისი ნაწილი

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ნაწარმოები“ _ მარჯვნივ მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი და წინ მიმართული თითებით, ქვევით მიმართულია მარჯვენა ხელისგული  იმავე კონფიგურაციით, მარჯვენა ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს და ქვევით მოძრაობს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი  „ტექსტთა წყობა“ – მარჯვნივ მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი და წინ მიმართული თითებით, მარცხნივ მიმართულია მარჯვენა ხელისგული, გაშლილი და ფალანგებში წრიულად მოხრილი ცერით და საჩვენებელი თითით ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად.  ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

კატეგორია:

ტექნიკოსი

2

ტექნიკოსი   _   ტექნიკური განათლების მქონე პირი

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ტექნიკა“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ერთმანეთზე გადაჯვარედინებულია წინ მიმართული საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ორივე ხელით ერთად სრულდება მოძრაობა ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ადამიანი“ _ ხელისგული მიმართულია წინ, გაშლილი ცერით და საჩვენებელი თითით ღია წრეა გამოსახული, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და მხრების დონეზე.

კატეგორია:

ტექნიკა

1

ტექნიკა  _ მანქანების, მექანიკურ მოწყობილობათა, იარაღების ერთობლიობა

 

ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ერთმანეთზე გადაჯვარედინებულია წინ მიმართული

საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად. ორივე ხელით ერთად სრულდება მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

კატეგორია:

ტერორისტი

10

ტერორისტი  _  ვინც ტერორს მიმართავს, ტერორისტული აქტის მონაწილე

 

ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ერთმანეთისკენ მიმართულია ნეკი და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, ორივე ხელით სრულდება ირიბი ტრაექტორიის განმეორებადი, მონაცვლეობითი მოძრაობა ზევით-ქვევით.  ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

კატეგორია:

ტერიტორია

9

ტერიტორია  _  რაიმე საზღვრით შემოფარგლული მიწა-წყალი

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მიწა“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, მარჯვენა ხელის გაშლილ თითებს უჭირავთ მარცხენა ხელის გაშლილი ნეკი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, მარჯვენა ხელი მარჯვნივ მოძრაობს; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ადგილი“ _ ქვევით მიმართულია

ხელისგული ფართოდ გაშლილი თითებით, სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა.  ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

კატეგორია:

ტემპერატურა

8

ტემპერატურა _  სხეულის სითბოს ხარისხი, დონე

 

ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია მარცხენა იღლიასთან განთავსებული ხელისგული გაშლილი თითებით, სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია  მკერდის დონეზე.

 

კატეგორია:

ტემპერატურა

7

ტემპერატურა  _  სითბოს ხარისხი, დონე

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ჰაერი“ – მარცხნივ მიმართულია სახის წინ განთავსებული ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, სრულდება განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ;  ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სიცხე“ _  სხეულისკენ მიმართულია მარცხენა იღლიასთან განთავსებული ხელისგული გაშლილი თითებით, სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.

 

კატეგორია:

ტელევიზია

6

ტელევიზია _  ტელეხედვა, ტელემედია

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ტელევიზორი“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ერთმანეთისკენ მიმართულია ნეკი და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, მონაცვლეობითი მოძრაობა ზევით-ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „დანიშნულება“ _ წინ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ფალანგებში მოხრილია შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია. ჟესტი წარმოდგენილია მხრებისა და მკერდის დონეზე.

კატეგორია:

ტაძარი

5

ტაძარი  _  საგანგებო შენობა ღვთისმსახურებისათვის, საერთო სამლოცველო, ეკლესია

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „პირჯვარი“ _ ქვევით მიმართულია ხელისგული, ცერი ეხება საჩვენებელი და  შუა თითების წვერებს, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, სრულდება პირჯვრის გადაწერის მოძრაობა; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ეკლესია“ _ ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი და შუა თითები, ხელები მკერდის დონიდან ზევით მიემართება სინქრონულად და ერთმანეთს უახლოვდება. ჟესტი წარმოდგენილია სახის, მკერდისა და მხრების დონეზე.

კატეგორია:

ტახტი

4

ტახტი  _  ხის გრძელი ოთხფეხიანი დგამი, დასაწოლი

 

ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მუშტად შეკრული თითებით წინ მიმართულია ხელისგულები, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა წინ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

კატეგორია:

ტაშტი

3

ტაშტი _ ლითონის მოზრდილი, გაშლილი, მრგვალი ჭურჭელი

 

ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური, იკონური ჟესტი, ქვევით მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ქვევით მიმართულია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა შიდა მიმართულებით, ბოლო ფაზაში მუშტად შეკრული თითებით და ცერებზე შემოხვეული საჩვენებელი თითებით ზევით მიმართულია ხელისგულები. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

 

კატეგორია:

ტაში

2

ტაში  _  ხელისგულების ერთმანეთზე ცემა მოწონების გამოსახატავად

 

ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური, პანტომიმური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, მარჯვენა ხელით სრულდება განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ და ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

 

კატეგორია:

ტაქტი

1

ტაქტი _ თავის დაჭერის უნარი

 

ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და  ფალანგებში წრიულად მოხრილი ცერი და საჩვენებელი თითები ეხება ლოყებს, დანარჩენი თითები გაშლილია, ხელი ეშვება ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

კატეგორია: