სრულყოფა

სრულყოფა _   უნაკლოდ, უზადოდ გადაქცევა რისამე, დახვეწა, გაუმჯობესება, განვითარება, სრულქმნა   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური  სიტყვა-ჟესტი „სრული“ _ გაშლილი და წინ მიმართული თითებით მარცხენა ხელისგული მიმართულია მარჯვნივ, ზევით განთავსებული მარჯვენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით მიმართულია ქვევით, მარჯვენა ხელი წინ მოძრაობს და ეხება მარცხენა ხელისგულს საჩვენებელ თითთან; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური  სიტყვა-ჟესტი … Read more

Categories

სრულფასოვანი

სრულფასოვანი   _  სრული, დადგენილი ფასის მქონე, სრულყოფილი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური  სიტყვა-ჟესტი „სრული“ _ გაშლილი და წინ მიმართული თითებით მარცხენა ხელისგული მიმართულია მარჯვნივ, ზევით განთავსებული მარჯვენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით მიმართულია ქვევით, მარჯვენა ხელი წინ მოძრაობს და ეხება მარცხენა ხელისგულს საჩვენებელ თითთან; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ფორმა _ ფართოდ გაშლილი … Read more

Categories

სრული

სრული  _  რასაც არაფერი აკლია, უდანაკლისო, მთლიანი, მთელი   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, გაშლილი და წინ მიმართული თითებით მარცხენა ხელისგული მიმართულია მარჯვნივ, ზევით განთავსებული მარჯვენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით მიმართულია ქვევით, მარჯვენა ხელი წინ მოძრაობს და ეხება მარცხენა ხელისგულს საჩვენებელ თითთან. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

სროლა

სროლა _   მოქნევით გადაგდება, ტყორცნა   ერთხელიანი, დინამიკური, პანტომიმური ჟესტი, მარცხნივ მიმართულია ხელისგული, ცერი ეხება შუა თითის წვერს, დანარჩენი თითები გაშლილია, ბოლო ფაზაში თითები გაშლილია. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

სრიალი

სრიალი  _     გლუვ ზედაპირზე დაუბრკოლებელი, ნარნარი მოძრაობა   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ზევით მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ფალანგებში მოხრილია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ორივე ხელით სრულდება სინქრონული მოძრაობა წინ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

სპილო

სპილო  _ ხმელეთის ყველაზე დიდი ძუძუმწოვარი ცხოველი, რომელსაც აქვს გრძელი ხორთუმი და ძალიან სქელი, თითქმის უბალნო კანი, იკვებება მცენარეებით   ერთხელიანი, დინამიკური, იკონური ჟესტი, ქვევით მიმართულია ხელისგული მუშტად შეკრული თითებით, სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა წინ. ჟესტი წარმოდგენილია მხრების დონეზე.

Categories

სპეციალურად

სპეციალურად  _ განგებ, გამიზნულად   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, წინ მიმართულია ხელისგულები მუშტად შეკრული თითებით, ხელები ქვევით მოძრაობს სინქრონულად, ბოლო ფაზაში გაშლილი და ზევით აღმართულია შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

სპეციალისტი

სპეციალისტი  _   ამა თუ იმ სპეციალობის მქონე პირი, ამა თუ იმ პროფესიაში დახელოვნებული, საქმის მცოდნე   რთული ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „პროფესია“ _ ქვევით მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ფალანგებში ერთად მოხრილი, ერთმანეთისკენ მიმართული თითებით, ორივე ხელით სრულდება  განმეორებადი, მონაცვლეობითი მოძრაობა ზევით-ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ხელოსანი“ _ ხელისგული მიმართულია მარცხნივ, … Read more

Categories

სოციალური

სოციალური  _ საზოგადოების ამა თუ იმ ჯგუფთან ან კლასთან დაკავშირებული, მათი დამახასიათებელი   დაქტილებით წარმოდგენილი ერთხელიანი, დინამიკური, დაქტილური („სოც“) ჟესტი, მარცხნივ მიმართულია ხელისგული, შეტყუპებული და წრიულად მოხრილი თითებით გამოსახულია ღია წრე, მომდევნო ფაზაში წინ მიმართულია ხელისგული, საჩვენებელი და ცერი თითები ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია, ბოლო ფაზაში სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართულია … Read more

Categories

სოფლელი

სოფლელი  _  სოფლის მცხოვრები   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სოფელი“ _ ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი თითებით, მარჯვენა ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით და ხელი მსუბუქად ეხება მარცხენა ხელისგულს; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ადამიანი“ _ ხელისგული მიმართულია წინ, გაშლილი ცერით და საჩვენებელი თითით ღია წრეა გამოსახული, დანარჩენი თითები … Read more

Categories

სოფელი

სოფელი  _ უპირატესად გლეხებით დასახლებული პუნქტი, რომლის ძირითადი მოსახლეობა სოფლის მეურნეობას მისდევს   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი თითებით, მარჯვენა ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით და ხელი მსუბუქად ეხება მარცხენა ხელისგულს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

სომეხი

სომეხი _  სომხური წარმოშობის ადამიანი   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია მარცხენა ხელისგული მუშტად შეკრული თითებით და ზევით აწეული ცერით, ქვევით მიმართულია მარცხენა ცერის ზემოთ განთავსებული მარჯვენა ხელისგული, გაშლილი შუა და საჩვენებელი თითები მრავალჯერადი მოძრაობით ეხება მარჯვენა ცერს, დანარჩენი თითები ჩაკეცილია. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

სოკო

სოკო  _ მცენარეული მიკროორგანიზმი   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მარცხენა ხელისგული მუშტად შეკრული თითებით და ზევით აწეული ცერით მიმართულია სხეულისკენ, ქვევით მიმართულია ზევით განთავსებული მარჯვენა ხელისგული გაშლილი და  ფალანგებში მოხრილი, ქვევით დაშვებული თითებით, მარჯვენა ხელით სრულდება განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით და ხელი ეხება მარცხენა ცერს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

სმენა

სმენა  _ ერთ-ერთი შეგრძნება, რომლის ორგანო ყურია, ორგანიზმის მიერ ბგერითი რხევის აღქმა, ბგერის გაგონების უნარი      ერთხელიანი, სტატიკური ჟესტი, წინ მიმართულია ხელისგული, ყურს ეხება გაშლილი და ზევით აღმართული საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.

Categories

სლუკუნი

სლუკუნი  _ გულამოსკვნით ხმამაღლა ტირილი, ნაწყვეტ-ნაწყვეტი სუნთქვითა და სპეციფიკური ბგერების გამოცემით   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური, პანტომიმური სიტყვა-ჟესტი „ტირილი“ _ სხეულისკენ მიმართულია სახის წინ განთავსებული ხელისგულები, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ორივე საჩვენებელი თითით სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი, მონაცვლეობითი მოძრაობა ზევით-ქვევით;  ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი … Read more

Categories