სავარაუდო

სავარაუდო _ რასაც ვარაუდობენ ან რაც უნდა ივარაუდონ, დაახლოებითი   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგული გაშლილი თითებით და ქვევით ჩაწეული შუა თითით, ხელი ორჯერ ეხება მკერდს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

სავალალო

სავალალო    _    სამწუხარო, საუბედურო, სადარდებელი   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ოდნავ მოხრილი თითებით, ხელები ეხება მკერდს, თითები უფრო იხრება ფალანგებში. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.    

Categories

საეჭვო

საეჭვო  _ რაც ეჭვს იწვევს, დამაჯერებლობას მოკლებული, ნაკლებ დამარწმუნებელი   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ნიკაპზე მიდებულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, თავით სრულდება განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.  

Categories

საერთო

საერთო  _  საზოგადო, საყოველთაო, რაც ყველას ან ყველაფერს განეკუთვნება, ახასიათებს ან ეხება   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ირიბ ვერტიკალზე ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, მარჯვენა ხელი ზევითაა განთავსებული, გაშლილია თითები, ორივე ხელი ერთმანეთისკენ მოძრაობს, ხდება პოზიციათა მონაცვლეობა, ბოლო ფაზაში მარცხენა ხელია ზევით განთავსებული, ცერები ეხება გაშლილი და ერთმანეთთან ახლოს განთავსებული თითების წევრებს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

საერთაშორისო

საერთაშორისო _  ინტერნაციონალური, ყველა (ან ბევრი) ქვეყნისა და ერისათვის (ხალხისათვის) მნიშვნელობის მქონე ან საერთო   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები ფართოდ გაშლილი, ფალანგებში ოდნავ მოხრილი და ერთმანეთისკენ მიმართული თითებით, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

სადღეგრძელო

სადღეგრძელო _   სუფრაზე ვისიმე დღეგრძელობისათვის, კეთილდღეობისათვის წარმოთქმული სიტყვა და შესმული სასმელი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ჭიქების ჭახუნი“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ერთმანეთისკენ მიმართული თითებითა და ზევით აწეული ცერებით, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ და ხელები ეხება ერთმანეთს; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სიტყვით გამოსვლა“ _ სხეულისკენ … Read more

Categories

სადმე

სადმე  _  რომელსამე ადგილას   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სად“ _ ქვევით მიმართულია ხელისგული, გაშლილია  ცერი და ნეკი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ადგილი“ _ ქვევით მიმართულია ხელისგულები ფართოდ გაშლილი თითებით, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე. … Read more

Categories

სადილი

სადილი  _  შუადღის პურის ჭამა საუზმის შემდეგ და სამხრის წინ   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ჭამა“ _ ქვევით მიმართულია ხელისგული, ცერი ეხება გაშლილი თითების წევრებს, სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან, ხელი ეხება ტუჩებს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დღე“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები ფართოდ გაშლილი და ზევით აღმართული თითებით,  … Read more

Categories

სადაც

სადაც   _  იქ (იმ ადგილას)   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სად“ _ ქვევით მიმართულია ხელისგული, გაშლილია  ცერი და ნეკი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი, ნაწილაკი „-ც“ _ მარცხნივ მიმართულია ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება მოძრაობა … Read more

Categories

სადაო

სადაო  _ რაც დავას იწვევს, საცილობელი, საპაექრო, საკამათო   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „კამათი“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და  ერთმანეთისკენ მიმართულია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, მონაცვლეობითი მოძრაობა ზევით-ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „დანიშნულება“ _ წინ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ფალანგებში მოხრილია … Read more

Categories

სადა

სადა  _ უბრალო, მარტივი   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ზევით მიმართულია ხელისგულები გაშლილი თითებით, ცერები ეხება შუა თითების წვერებს, ბოლო ფაზაში თითები ფართოდ გაშლილია. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

სად

სად     _     რა ადგილას?   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია ხელისგული, გაშლილია  ცერი და ნეკი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

საგმირო

საგმირო _   გმირის შესაფერი, გმირის დამახასიათებელი, გმირული   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გმირი“_ სხეულისკენ მიმართულია ერთმანეთთან ახლოს განთავსებული ხელისგულები მუშტად შეკრული თითებით, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება ქვევით მიმართული განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ და ქვევით გადაადგილდება, მარცხენა _ მარცხნივ და ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „დანიშნულება“ _ წინ … Read more

Categories

საგზაო

საგზაო _   გზისათვის განკუთვნილი, გზისა   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გზა“ _ ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ქვევით მიმართული თითებით, ორივე ხელით სრულდება სინქრონული მოძრაობა წინ და ქვევით;  ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „დანიშნულება“ _ წინ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ფალანგებში მოხრილია შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია. … Read more

Categories

საგიჟეთი

საგიჟეთი  _   სულით ავადმყოფთა სამკურნალო დაწესებულება, ფსიქიატრიული საავადმყოფო   რთული ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „გონება“ _  ქვევით მიმართულია ხელისგული, გაშლილი და შუბლზე მიდებულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ცოტა“ _ ზევით მიმართულია ხელისგული, ცერი მრავალჯერადი მოძრაობით ეხება საჩვენებელი თითის წვერს, დანარჩენი თითები ჩაკეცილია; ჟესტის მესამე, ბოლო … Read more

Categories