მხარდაჭერა

მხარდაჭერა  _  მომხრობა, დახმარების გაწევა, თანადგომა   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური, მითითებითი  სიტყვა-ჟესტი „მხარი“ / „ბეჭი“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგული გაშლილი თითებით,  სრულდება მოძრაობა რკალური ტრაექტორიით და მარცხენა ხელი ეხება მარჯვენა ბეჭს;  ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დაცვა“ / „მხრის მიცემა“  _ წინ მიმართულია ხელისგულები, მუშტად შეკრული თითებით, ორივე ხელით სრულდება … Read more

Categories

მხარდამჭერი

მხარდამჭერი  _  მომხრე, დამხმარე ადამიანი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დაცვა“ / „მხრის მიცემა“ _ წინ მიმართულია ხელისგულები, მუშტად შეკრული თითებით, ორივე ხელით სრულდება სინქრონული მოძრაობა წინ; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ადამიანი“ _ ხელისგული მიმართულია წინ, გაშლილი ცერით და საჩვენებელი თითით ღია წრეა გამოსახული, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება … Read more

Categories

მხარი

მხარი  _  ადამიანის  სხეულის ნაწილი მკლავის თავიდან კისრამდე   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგული გაშლილი თითებით, სრულდება მოძრაობა უკან რკალური ტრაექტორიით და მარჯვენა ხელი ეხება მარცხენა ბეჭს. ჟესტი წარმოდგენილია მხრების დონეზე.  

Categories

მხალი

მხალი  _  ბოსტნეულის ან მინდვრის მწვანილისაგან დამზადებული ცივი საჭმელი   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ვერტიკალზე ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი თითებით, ზევით განთავსებული მარჯვენა ხელით სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან, ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს, ბოლო ფაზაში მუშტად შეკრული თითებით მარჯვენა ხელისგული განთავსებულია მარცხენა ხელისგულზე. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

მშვიდობით

მშვიდობით  _  ნახვამდის, დამშვიდობების ფორმა   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მშვიდი“ _  წინ მიმართულია ხელისგულები მუშტად შეკრული თითებით, ხელები ეხება მკერდს, ორივე ხელით სრულდება სინქრონული მოძრაობა ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ნახვამდის“ _ წინ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ფალანგებში ერთად მოხრილი თითებით სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია … Read more

Categories

მუცელი

მუცელი  –  ადამიანის ან ცხოველის სხეულის ნაწილი, რომელშიაც საჭმლის მომნელებელი ორგანოებია მოთავსებული   ერთხელიანი, დინამიკური, მითითებითი ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია მუცლის წინ განთავსებული ხელისგული ფართოდ გაშლილი თითებით, სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან და ხელი ეხება მუცელს. ჟესტი წარმოდგენილია  მუცლის დონეზე.

Categories

მურაბა

მურაბა  _  ტკბილ წვენში მოხარშული ხილეული ან ზოგიერთი ბოსტნეული   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია ხელისგული, ცერი ეხება საჩვენებელი თითის წვერს, დანარჩენი თითები გაშლილია, სრულდება განმეორებითი, წრიული მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

მრეწველობა

მრეწველობა – სხვადასხვა სახის პროდუქციის გამომშვებ საწარმოთა ერთობლიობა   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილია საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, მარჯვენა ხელი ზევითაა განთავსებული, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, მონაცვლეობითი მოძრაობა ზევით-ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

მოტეხილი

მოტეხილი  – მოხუცებული, დაუძლურებული, დასუსტებული   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „უკვე“ – სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები ფართოდ გაშლილი და ერთმანეთისკენ მიმართული თითებით, ორივე ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის სინქრონული მოძრაობა ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მოხუცი“ – ლოყასთან განთავსებული ხელისგული სახისკენაა მიმართული, თითები შეკრულია მუშტად, ხელი ქვევით მოძრაობს და სახეს ეხება. ჟესტი … Read more

Categories

მოტეხილი

მოტეხილი  – მომტვრეული   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია  ხელისგულები მუშტად შეკრული თითებით, მარჯვენა ხელი ქვევითაა განთავსებული და მარცხნივ მოძრაობს, მარცხენა ზევითაა და მარჯვნივ გადაადგილდება.  ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

მოტეხვა

მოტეხვა  – გადმოწევა და ტეხით მოცილება   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ერთმანეთთან ახლოს განთავსებული ხელისგულები მუშტად შეკრული თითებით მიმართულია ქვევით, მარჯვენა ხელი ქვევით მოძრაობს რკალური ტრაექტორიით. ჟესტი წარმოდგენილია მხრების დონეზე.    

Categories

მოსვენება

მოსვენება –  დასვენება,  დასაძინებლად დაწოლა   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, წინ მიმართულია ხელისგულები მუშტად შეკრული თითებით, ხელები მკერდს ეხება და სრულდება სინქრონული მოძრაობა ქვევით. ჟესტი სრულდება მკერდის დონეზე.

Categories

მოსაწვევი

მოსაწვევი   –  მოსაპატიჟებელი ბარათი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ბარათი“ – ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ერთმანეთისკენ მიმართულია ფალანგებში მოხრილი საჩვენებელი თითი და ცერი, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, ორივე ხელით სრულდება  განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მოპატიჟება“ –  ზევით მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და წინ მიმართული თითებით, ორივე … Read more

Categories

მოგონილი

მოგონილი  – შექმნილი, წარმოქმნილი, გამოგონილი   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია ხელისგული, გაშლილი და საფეთქელზე მიდებულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.

Categories

მიღებული

მიღებული –  რაც მიიღეს, აღებული, გამორთმეული   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მიღება“ – ზევით მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილი თითებით, ორივე ხელი ზევით მოძრაობს სინქრონულად და ბოლო ფაზაში თითები მუშტადაა შეკრული; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „უკვე“ –  სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები ფართოდ გაშლილი და ერთმანეთისკენ მიმართული თითებით, ორივე ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის … Read more

Categories