კვადრატი

კვადრატი  _ ტოლგვერდებიანი სწორკუთხედი   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მარჯვენა ხელისგული მიმართულია მარცხნივ, გაშლილია საჩვენებელი თითი და ნეკი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, მარცხენა ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით მიმართულია მარჯვნივ, მარჯვენა ხელის გაშლილი თითები ეხება მარცხენა ხელისგულს, იცვლის პოზიციას და ისევ ეხება მარცხენა ხელისგულს, ბოლო ფაზაში მარჯვენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით სხეულისკენაა მიმართული. ჟესტი წარმოდგენილია … Read more

Categories

კეცი

კეცი _  თიხის ან ქვის ბრტყელი, მრგვალი, დაბალკიდიანი ჭურჭელი, რომელშიც აცხობენ მჭადს, პურს   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური, იკონური სიტყვა-ჟესტი „ქვა“ _ ვერტიკალზე ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები მუშტებად შეკრული ხელებით, ჯერ მარჯვენა ხელი ადევს მარცხენას, შემდეგ კი _ პირიქით;  ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ფორმა _ ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, ფალანგებში მოხრილი ცერი … Read more

Categories

კეცვა

კეცვა  _   მწყობრად დალაგება, მოხრა, მოღუნვა და პირის პირზე დადება   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ზევით მიმართულია ხელისგულები გაშლილი და წინ მიმართული თითებით, მარჯვენა ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა მარცხნივ, ხელი მაჯაში ტრიალდება და ეხება ზევიდან მარცხენა ხელისგულს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

კეფა

კეფა _  ადამიანის თავის უკანა ნაწილი   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, მარცხნივ მიმართულია ხელისგული გაშლილი და ერთმანეთთან შეტყუპებული თითებით, სრულდება განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ და ხელი ეხება კისერს. ჟესტი წარმოდგენილია მხრების დონეზე.  

Categories

კეტი

კეტი _  დიდი, მსხვილი ჯოხი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „ხე“ _ გაშლილი და ზევით აღმართული თითებით მარჯვენა ხელისგული სხეულისკენაა მიმართული, ქვევით მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი და მარჯვნივ მიმართული თითებით, მარცხენა ხელისგული თითებით ეხება მარჯვენა ხელის იდაყვს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ფორმა, ხელისგულები ქვევითაა მიმართული, გაშლილი და ქვევით დაშვებული … Read more

Categories

კერვა

კერვა _  ნემსის საშუალებით ქსოვილის, ტყავის… ნაჭრებისა ძაფით შეერთება (და ამგვარად დამზადება ტანსაცმლისა, ფეხსაცმლისა და სხვ.)   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური, პანტომიმური ჟესტი, გაშლილი და წინ მიმართული თითებით მარცხენა ხელისგული მიმართულია მარჯვნივ, მარჯვენა ხელისგული მუშტად შეკრული თითებით მიმართულია ქვევით, მარჯვენა ხელით სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

კეპი

კეპი _   უარშიო და წინაფრიანი  ქუდი   ერთხელიანი, დინამიკური, იკონური ჟესტი, ხელისგული ქვევითაა მიმართული, შუბლის წინ ცერი ეხება გაშლილი თითების წვერებს, სრულდება მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.

Categories

კენჭი

კენჭი _  წვრილი, პატარა ქვა   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური, იკონური სიტყვა-ჟესტი „ქვა“ _ ვერტიკალზე ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები მუშტად შეკრული ხელებით, ჯერ მარჯვენა ხელი ადევს მარცხენას, შემდეგ კი _ პირიქით; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური ფორმა _ ცერი და საჩვენებელი თითი კრავს წრეს, დანარჩენი თითები გაშლილია, ხელისგული წინაა მიმართული. ჟესტი სრულდება მკერდისა … Read more

Categories

კენწერო

კენწერო  _  ხის  წვერი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „ხე“ _ გაშლილი და ზევით აღმართული თითებით მარჯვენა ხელისგული სხეულისკენაა მიმართული, ქვევით მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი და მარჯვნივ მიმართული თითებით, მარცხენა ხელისგული თითებით ეხება მარჯვენა ხელის იდაყვს;  ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „წვერი“ _ ხელისგულები ერთმანეთისკენაა მიმართული, გაშლილი და ერთმანეთისკენ … Read more

Categories

კენტი

კენტი  _   რიცხვი, რომელიც არ იყოფა ორზე   რთული ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „ერთი“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „სამი“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი, შუა და არათითი, დანარჩენი თითები ჩაკეცილია; ჟესტის მესამე ნაწილია … Read more

Categories

კენტი

კენტი  _ მარტო, ცალად მყოფი   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ვერტიკალზე ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, ორივე ხელის ცერი და საჩვენებელი თითები ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია, ორივე ხელით სრულდება სინქრონული მოძრაობა მარჯვნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

კენკვა

კენკვა  _   ნისკარტით აკრეფა, ნისკარტით წიწკნა ან გლეჯა   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური, პანტომიმური ჟესტი, მარცხენა ხელისგული ზევითაა მიმართული გაშლილი და წინ მიმართული თითებით, ქვევით მიმართულია მარცხენა ხელის ზემოთ განთავსებული მარჯვენა ხელისგული, ცერი და საჩვენებელი თითები ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, მარჯვენა ხელით სრულდება განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით და ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს. ჟესტი წარმოდგენილია … Read more

Categories

კეთილშობილი

კეთილშობილი  _   მაღალადამიანური თვისებების მქონე, დიდსულოვანი, უანგარო, კაცთმოყვარე, კეთილი   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, გაშლილი და ფალანგებში ერთად მოხრილი თითებით მარჯვენა ხელისგული მიმართულია ქვევით, მარჯვენა ხელის ქვეშ განთავსებული მარცხენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით მიმართულია ქვევით, მარჯვენა ხელით სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა და ხელი ეხება მარცხენა ხელისგულის ზურგს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

კეთილსინდისიერი

კეთილსინდისიერი  _  პატიოსანი, სინდისიერი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „კეთილი“ _ გაშლილი და ფალანგებში ერთად მოხრილი თითებით მარჯვენა ხელისგული მიმართულია ქვევით, მარჯვენა ხელის ქვეშ განთავსებული მარცხენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით მიმართულია ქვევით, მარჯვენა ხელით სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა და ხელი ეხება მარცხენა ხელისგულის ზურგს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „პატიოსანი“ … Read more

Categories

კეთილმოსურნე

კეთილმოსურნე _   სიკეთის მსურველი, კეთილის მდომი, კარგად განწყობილი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „კეთილი“ _ გაშლილი და ფალანგებში ერთად მოხრილი თითებით მარჯვენა ხელისგული მიმართულია ქვევით, მარჯვენა ხელის ქვეშ განთავსებული მარცხენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით მიმართულია ქვევით, მარჯვენა ხელით სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა და ხელი ეხება მარცხენა ხელისგულის ზურგს; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, … Read more

Categories