კლინიკა

კლინიკა  _    სამედიცინო, სამკურნალო დაწესებულება   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „საავადმყოფო“ _ გაშლილია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია  მუშტად, საჩვენებელი თითი მარცხენა მკლავზე ჯვარს გამოსახავს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „შენობა“ _ წინ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ერთმანეთთან ახლოს მიტანილია ცერი და საჩვენებელი თითი _ მართკუთხედის ფორმით, დანარჩენი თითები შეკრულია … Read more

Categories

კლუბი

კლუბი  _  საგანგებო შენობა, სადაც იკრიბებიან თანამოაზრე ადამიანები გართობის მიზნით   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, წინ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ერთმანეთზე გადაჯვარედინებულია საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ, ბოლო ფაზაში სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები იმავე კონფიგურაციით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

კლიტე

კლიტე  _   საკეტი მოწყობილობა   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური, იკონური ჟესტი, მარცხენა ხელისგული მიმართულია სხეულისკენ მუშტად შეკრული თითებით, მარჯვენა ხელისგული მიმართულია მარცხნივ, გაშლილი და ფალანგებში მოხრილია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, საჩვენებელი თითით სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა მარცხნივ და ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

კლიტე

კლიტე   _  გასაღებიანი საკეტი მოწყობილობა   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია ხელისგული მუშტად შეკრული თითებით, წინ მიმართული საჩვენებელი თითი ცერზეა შემოხვეული, რკალური ტრაექტორიით სრულდება განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

კლიმატი

კლიმატი _   ჰავა, ატმოსფერული მდგომარეობა   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ამინდი“ _ ხელისგულები  გაშლილი და ზევით აღმართული თითებით ერთმანეთისკენაა მიმართული, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი  მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ, ბოლო ფაზაში ხელები ჯვარედინად გადაიკვეთება იმავე კონფიგურაციით; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ კუთვნილება” _ ხელისგული ზევით და სხეულისკენაა მიმართული, გაშლილი და ფალანგებში ერთად … Read more

Categories

კლება

კლება  _    კლება, შემცირება, დაწევა   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ქვევით და ერთმანეთისკენ  მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ფალანგებში ერთად მოხრილი, ერთმანეთისკენ მიმართული თითებით, ორივე ხელით სრულდება სინქრონული მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მხრების დონეზე.    

Categories

კლდე

კლდე  _   მთის დაქანებული უსწორ-მასწორო ნაპირებიანი ქვა-გვერდობი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ქვა“ _ ვერტიკალზე ერთმანეთისკენ  მიმართულია ხელისგულები მუშტებად შეკრული ხელებით, ჯერ მარჯვენა ხელი ადევს მარცხენას, შემდეგ კი _  პირიქით;  ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური, პანტომიმური სიტყვა-ჟესტი „აბობღება“ _ წინ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილი თითებით, მარჯვენა ხელი … Read more

Categories

კლასი

კლასი _   სკოლის ოთახი, სადაც მეცადინეობა მიმდინარეობს   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სწავლა“ _ ქვევით მიმართულია ხელისგული, ცერი ეხება საჩვენებელი და შუა თითების წვერებს, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, შუბლის წინ სრულდება განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ოთახი“ _ მარჯვენა ხელისგული მიმართულია მარცხნივ, გაშლილია ცერი და საჩვენებელი თითი, დანარჩენი … Read more

Categories

კლანჭი

კლანჭი  _   ბრჭყალი, ჭანგი, მტაცებელი ფრინველისა და ზოგი ცხოველის მოკაუჭებული, ბასრწვერიანი ფრჩხილი   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილი, ქვევით მიმართული თითებით, ქვევით მიმართულია მარჯვენა ხელისგული, გაშლილი და ფალანგებში მოხრილია ქვევით მიმართული საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, მარჯვენა ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის … Read more

Categories

კიტრი

კიტრი  _    ერთწლოვანი ბოსტნეული მცენარე მწვანე, მოგრძო ნაყოფით   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და წინ მიმართული თითებით, ხელები ეხება ერთმანეთს, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

კისერი

კისერი  _   ადამიანის ან ცხოველის სხეულის ნაწილი, რომელიც აერთებს თავს ტანთან   ერთხელიანი, დინამიკური, მითითებითი ჟესტი, ზევით მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ზედა ფალანგებში მოხრილია ცერი და საჩვენებელი თითი, სრულდება მოძრაობა სხეულისკენ და ხელი ეხება ყელს. ჟესტი წარმოდგენილია მხრების დონეზე.

Categories

კისკისი

კისკისი  _   მაღალი, წვრილი ხმით გულიანი სიცილი   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, გაშლილი და ზედა ფალანგებში მოხრილია ზევით აღმართული საჩვენებელი და შუა თითები, სრულდება განმეორებადი მოძრაობა სხეულისკენ და ხელი ეხება ნიკაპს. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.  

Categories

კინო

კინო   _   კინემატოგრაფია, ფილმი   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, გაშლილი და ზევით აღმართული თითებით  ხელისგული მიმართულია სხეულისკენ, სრულდება განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.

Categories

კინაღამ

კინაღამ  _   ცოტაღა აკლდა, თითქმის, ლამის   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, მუშტად შეკრული თითებით ზევით მიმართულია ხელისგული, ბოლო ფაზაში გაშლილი და ზედა ფალანგებში მოხრილია ცერი და საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

კილო

კილო  _   წონის ერთეული, უდრის 1.000 გრამს   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია ხელისგულები გაშლილი თითებით, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, მონაცვლეობითი მოძრაობა ზევით-ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories