გადათარგმნა

გადათარგმნა – ნათქვამის ან ნაწერის ერთი ენიდან მეორეზე გადატანა   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართული და ერთმანეთზე მიდებულია ხელისგულები, გაშლილია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრული მუშტებად, საჩვენებელი თითებით სრულდება რკალური ტრაექტორიის მონაცვლეობითი, განმეორებითი მოძრაობა ზევით-ქვევით.  ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

გადაზიდვა

გადაზიდვა –  ტვირთის გადატანა   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მარჯვენა ხელისგული გაშლილი და ზედა ფალანგებში მოხრილი თითებით მიმართულია მარცხნივ, წინ წაწეული მარცხენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით მიმართულია მარჯვნივ, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, სინქრონული მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.

Categories

გადავარდნა

გადავარდნა – ზევიდან (იქით) დავარდნა, დაცემა გადაშვება, გადაჩეხვა   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ხელისგული გაშლილი თითებით ქვევითაა მიმართული, სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა ქვევით და ბოლო ფაზაში ხელისგული მიმართულია ზევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

გადადნობ

გადადნობა  – ნივთიერების გადნობა მცირე, მაგრამ ინტენსიური სახის მისაღებად   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ხელისგულები გაშლილი თითებით ერთმანეთისკენაა მიმართული, ცერები ზევითაა აწეული, თითების წვერები ერთმანეთისკენაა მიმართული, სრულდება განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ გადაადგილდება, მარცხენა – მარცხნივ, ბოლო ფაზაში ცერი ეხება გაშლილი თითების წვერებს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე ოდნავ ქვევით.

Categories

გადაგზავნა

გადაგზავნა  – გაგზავნა, რაიმეს გამგზავრება   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, იდაყვში მოხრილი ხელით  მარჯვენა ხელისგული მიმართულია მარცხნივ, მარჯვენა მაჯის ქვეშ განთავსებული მარცხენა ხელისგული სხეულისკენაა მიმართული, ორივე ხელის თითები გაშლილია და ფალანგებში ოდნავ მოხრილი, მარჯვენა ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა წინ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

გადაგვარება

გადაგვარება  –  შეცვლა, დეგრადირება   რთული ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ხასიათი“ – ერთმანეთს ეხება გაშლილი საჩვენებელი და ცერი თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, ხელი ეხება მკერდს მარცხენა მხარეს, სრულდება განმეორებითი მოძრაობა ზევით-ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ცნობა“ – ხელისგულები გაშლილი თითებით ერთმენეთისკენაა მიმართული ვერტიკალზე და ერთმანეთზეა გადაჭდობილი; ბოლო ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური, … Read more

Categories

გადაგდება

გადაგდება – გადასროლა, გადატყორცნა   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი. ხელისგულები მუშტად შეკრული თითებით ერთმანეთისკენაა მიმართული, ბოლო ფაზაში გაშლილი და წინ მიმართულია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია. ჟესტი სრულდება მკერდის დონეზე.

Categories

გადაბრუნება

გადაბრუნება  –  პირაღმა ან პირდაღმა შეტრიალება, რაიმეს ზედა მხარის ქვევით ან ქვედა მხარის ზევით მოქცევა, გადატრიალება   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური, პანტომიმური ჟესტი, ვერტიკალზე ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი თითებით, მარჯვენა ხელი ეხება მარცხენას და ქვევით მიემართება რკალური ტრაექტორიით, ბოლო ფაზაში ხელისგულები ზევითაა მიმართული იმავე კონფიგურაციით. ჟესტი სრულდება მკერდის დონეზე ოდნავ ქვევით.  

Categories

გადაბმა

გადაბმა   – ერთმანეთზე მიბმა, შეერთება, გადასკვნა        ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მარჯვენა ხელისგული მიმართულია მარცხნივ, მარცხენა ხელისგული მიმართულია სხეულისკენ, მარჯვენა ხელის თითები გაშლილია პირველ პოზიციაში, მარცხენა ხელის ცერი და საჩვენებელი თითები ერთმანეთს წვერებით ეხება და გამოსახულია წრე, ბოლო ფაზაში ხელისგულები ერთმანეთისკენაა მიმართული, ორივე ხელის ცერებით და საჩვენებელი თითებით იკვრება ჯაჭვის ფორმით ერთმანეთზე გადაჭდობილი წრეები. ჟესტი … Read more

Categories

გადაბიჯება

გადაბიჯება   –  ნაბიჯის, ფეხის გადადგმა   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური, პანტომიმური ჟესტი, ხელისგულები გაშლილი და წინ მიმართული თითებით ქვევითაა მიმართული, სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა წინ და ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე ოდნავ ქვევით.

Categories

გადაბეჭდვა

გადაბეჭდვა  – 1. დაწერილის (დახატულის, დახაზულის) გამოსახვა ქაღალდზე ან ქსოვილზე; 2. ხელუხლებლობის ნიშნად რამის დაკეტვა, დალუქვა და ლუქზე ბეჭდის დასმა   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი  „გადაწერა“ – ზევით მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით, მარცხენა ხელისგულზე განთავსებული და წინ მიმართულია მარჯვენა ხელისგული, გაშლილი და წინ მიმართულია ცერი და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, … Read more

Categories

გაგრძელება

გაგრძელება   – დაგრძელება, გახანგრძლივება   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი. ხელისგულები გაშლილი თითებით ერთმანეთისკენაა მიმართული, მარჯვენა ხელისგული ეხება მარცხენას და ქვევით მიემართება. ჟესტი სრულდება მკერდის დონეზე.

Categories

გაგორება

გაგორება  –  რამის გორებით გადაადგილება   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური, პანტომიმური ჟესტი, ხელისგულები სხეულისკენაა მიმართული, გაშლილი და ერთმანეთისკენ მიმართულია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები კრავენ მუშტებს. სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

გაგიჟება

გაგიჟება  –  ჭკუიდან გადასვლა, ძლიერი გაოცება   ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „აზრი“  – ხელისგული მიმართულია ქვევით, გაშლილი საჩვენებელი თითი ეხება საფეთქელს, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი – სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები ფართოდ გაშლილი თითებით, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი ბრუნვადი მოძრაობა მაჯაში. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მხრების დონეზე.  

Categories

გაგება

გაგება  –  გონებით ჩაწვდომა, გააზრება, შეცნობა, მიხვედრა   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „აზრი“  – ხელისგული მიმართულია ქვევით, გაშლილი საჩვენებელი თითი ეხება საფეთქელს, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად; ჟესტის მეორე ნაწილია  ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები ფართოდ გაშლილი თითებით, მარჯვენა ხელი წინ და ქვევით გადაადგილდება და ეხება მარცხენა ხელისგულს. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და … Read more

Categories