გადაბმა

4

გადაბმა   ერთმანეთზე მიბმა, შეერთება, გადასკვნა     

 

ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მარჯვენა ხელისგული მიმართულია მარცხნივ, მარცხენა ხელისგული მიმართულია სხეულისკენ, მარჯვენა ხელის თითები გაშლილია პირველ პოზიციაში, მარცხენა ხელის ცერი და საჩვენებელი თითები ერთმანეთს წვერებით ეხება და გამოსახულია წრე, ბოლო ფაზაში ხელისგულები ერთმანეთისკენაა მიმართული, ორივე ხელის ცერებით და საჩვენებელი თითებით იკვრება ჯაჭვის ფორმით ერთმანეთზე გადაჭდობილი წრეები. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.