გადაგვარება – შეცვლა, დეგრადირება
რთული ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ხასიათი“ – ერთმანეთს ეხება გაშლილი საჩვენებელი და ცერი თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, ხელი ეხება მკერდს მარცხენა მხარეს, სრულდება განმეორებითი მოძრაობა ზევით-ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ცნობა“ – ხელისგულები გაშლილი თითებით ერთმენეთისკენაა მიმართული ვერტიკალზე და ერთმანეთზეა გადაჭდობილი; ბოლო ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური, უარყოფითი სიტყვა-ჟესტი „არა“ – წინ მიმართულია ხელისგული გაშლილი და ზევით ღმართული თითებით, სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებითი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.