გამრავლებული

გამრავლებული  –   მრავლად ქცეული, გაზრდილი, გაბევრებული   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ზედა ფალანგებში მოხრილი, ქვევით მიმართული თითებით, სრულდება ზევით მიმართული განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ და ზევით გადაადგილდება, მარცხენა – მარცხნივ და ზევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

გამჟღავნება

გამჟღავნება  –   ფირის გამოვლენა   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ხელისგულები მიმართულია  წინ, ცერით და საჩვენებელი თითით ღია წრეს წარმოიქმნება, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ გადაადგილდება, მარცხენა – მარცხნივ; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით, ზევით განთავსებული მარჯვენა ხელისგული მიმართულია ქვევით, საჩვენებელი და შუა … Read more

Categories

გამჟღავნება

გამჟღავნება  –  გამოაშკარავება, გამოჩენა, გაგებინება, გამხელა   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „იგივე“ / „მაინც“  –  ხელისგულები მიმართულია ქვევით, გაშლილი და წინ მიმართულია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ორივე ხელით სრულდება სინქრონული, დაახლოებითი მოძრაობა;  ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დაბეზღება“ – ხელისგული მიმართულია სახისკენ მუშტად შეკრული თითებით, სრულდება მოძრაობა წინ და ქვევით, ბოლო … Read more

Categories

გამოჯანმრთელება

გამოჯანმრთელება –   ავადმყოფობისგან გამოსვლა, ჯანმრთელობის დაბრუნება   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია მკერდთან მიდებული ხელისგულები ფართოდ გაშლილი თითებით, ხელები წინ გამოდის სინქრონულად და ბოლო ფაზაში მუშტად შეკრული თითებით ხელისგულები მიმართულია სხეულისკენ. ჟესტი სრულდება მკერდის დონეზე.

Categories

გამოხედვა

გამოხედვა  –   1. იქიდან აქეთ, შიგნიდან გარეთ ყურება, ცქერა, მზერის მიპყრობა;  2. გამომეტყველება   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ხელისგული ქვევითაა მიმართული, გაშლილია შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, რკალური ტრაექტორიით სრულდება მოძრაობა ქვევით, ბოლო ფაზაში ხელისგული იმავე კონფიგურაციით წინაა მიმართული. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მხრების დონეზე.

Categories

გამოწვევა

გამოწვევა  –   გამოძახება, გამოხმობა, დაბარება, გამოთხოვა   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ხელისგული მუშტად შეკრული თითებით მიმართულია ზევით, სრულდება მოძრაობა უკან, სხეულისკენ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

გამოცნობა

გამოცნობა  –  მიხვედრა, შეტყობა, გაგება, ამოცნობა   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ხელისგული მიმართულია ქვევით, გაშლილია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, საჩვენებელი თითი შუბლზეა მიდებული, და ქვევით მოძრაობს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ერთმანეთზე გადაჭდობილია ხელები, მარჯვენა ხელისგული მიმართულია  ქვევით, მარცხენა –  ზევით. ჟესტი სრულდება სახისა და მკერდის დონეზე.

Categories

გამოცემა

გამოცემა –    გამოქვეყნება, გამოშვება, დაბეჭდვა   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, იდაყვში მოხრილი ხელით  მარჯვენა ხელისგული მიმართულია მარცხნივ, მარჯვენა მაჯის ქვეშ განთავსებული მარცხენა ხელისგული სხეულისკენაა მიმართული, ორივე ხელის თითები გაშლილია და ფალანგებში ოდნავ მოხრილი, მარჯვენა ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა წინ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

გამოცდა

გამოცდა  –    ვინმეს (რაიმეს) ღირსების, ავკარგიანობის, ფიზიკური შესაძლებლობების შემოწმება, გამორკვევა   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილია ცერები და საჩვენებელი თითები, ცერები ზევითაა აღმართული, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, იდაყვებში მოხრილია ხელები, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება რკალური ტრაექტორიით განმეორებადი  მოძრაობა ზევით-ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

გამოფიტვა

გამოფიტვა –    გამოშრობა, გამოხმობა   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, ცერით და საჩვენებელი თითით გამოსახულია ღია წრე, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, ხელი ეხება მკერდს და ქვევით მოძრაობს, ბოლო ფაზაში წინ გაწეული და ზევით მიმართულია ხელისგული გაშლილი თითებით, ფორმას თან ახლავს ფშვინვის მიმიკა. ჟესტი სრულდება მკერდის, მხრებისა და სახის დონეზე.  

Categories

გამოფენა

გამოფენა –   1. გამოტანა და გაფენა;  2.დასათვალიერებლად თავმოყრილი, გამოფენილი საგნების კრებული   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, წინ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან.  ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

გამოუსადეგარი

გამოუსადეგარი  –   გამოუყენებელი, მოუხმარი, უსარგებლო   ორნაწილიანი ჟესტის  პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გამოყენება“ –  ხელისგული მიმართულია ქვევით, საჩვენებელი და ცერი თითები ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია, სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა ქვევით, ხელი ეხება მკერდს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გარეშე“ – მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით მიმართულია მარჯვნივ, მარჯვენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით … Read more

Categories

გამოურკვეველი

გამოურკვეველი  –    გამოუძიებელი, შეუსწავლელი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი  „გარკვევა“/ „შემოწმება“  –  ხელისგულები წინ და ქვევითაა მიმართული, გაშლილი და ფალანგებში მოხრილია შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გარეშე“ – მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით მიმართულია მარჯვნივ, მარჯვენა … Read more

Categories

გამოუკლებლივ

გამოუკლებლივ  –   სრულად, რამის დაკლების,  ჩამოშორება-ჩამოცილების ან გამოთიშვის გარეშე   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური  სიტყვა-ჟესტი „გამოკლება“ –  სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და მარცხნივ მიმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები კრავენ მუშტს, სრულდება   მოძრაობა მარჯვნივ; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გარეშე“ – მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით მიმართულია მარჯვნივ, მარჯვენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით მიმართულია … Read more

Categories

გამოთქმელი

გამოთქმელი    რაც ვერ ითქმება, რაც სიტყვებით ვერ გადმოიცემა   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სიტყვა“  – მარჯვენა ხელისგული მიმართულია მარცხნივ და სხეულისკენ, გაშლილი და ოდნავ მოხრილი საჩვენებელი და ცერი თითები გამოსახავენ ღია წრეს, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, ხელი მოძრაობს წინ და ეხება ძ-კონფიგურაციის პასიური მარცხენა ხელის გაშლილ საჩვენებელ თითს; ჟესტის მეორე ნაწილია … Read more

Categories