გადაფასება

გადაფასება  –  1. ახალი ფასის დადება, დაწესებული ფასის შეცვლა; 2. არსებულ შეხედულებათა შეცვლა, სხვაგვარად შეფასება   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ფასი“ – ხელისგულები ერთმანეთისკენაა მიმართული, გაშლილი და წინ მიმართულია მარჯვენა ხელის საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ და გაშლილი თითებით მარჯვენა ხელი ეხება მარცხენა გაშლილ ხელისგულს; ჟესტის … Read more

Categories

გადასახლება

გადასახლება  –  1. ერთი ადგილიდან წასვლა ან აყრა და სხვაგან დასახლება 2. დასჯის მიზნით  შორეულ მხარეში იძულებით გაგზავნა   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „სახლი“ – ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი თითებით, თითების წვერები ერთმანეთს მსუბუქად ეხება; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გამგზავრება“ / „გადასვლა“ – იდაყვში მოხრილი ხელით  მარჯვენა ხელისგული … Read more

Categories

გადადგმა

გადადგმა – რაიმეს გადაადგილება, ერთი ადგილიდან მეორეზე დადგმა   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები მუშტებად შეკრული თითებით, ორივე ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის სინქრონული მოძრაობა მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

გაგრილება

გაგრილება  –  სიგრილის მოგვრა, სიცხის შენელება, განიავება   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური, პანტომიმური ჟესტი, ხელისგულები ზევითაა მიმართული გაშლილი თითებით, სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

გაგლეჯა

გაგლეჯა  –  რამის ხელით გაყოფა, დანაწილება   ორხელიანი, ასიმეტრიული ჟესტი, მარჯვენა ხელისგული მიმართულია წინ და ქვევით, მარჯვენა მაჯის ქვეშ განთავსებული მარცხენა ხელისგული ზევითაა მიმართული, ორივე ხელის თითები შეკრულია მუშტად, ბოლო ფაზაში სრულდება განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ და ზევით გადაადგილდება, მარცხენა – მარცხნივ და ქვევით, ორივე ხელზე გაშლილია საჩვენებელი, შუა და არათითი, ხოლო ნეკი და … Read more

Categories

გაგზავნა

გაგზავნა  –  წარგზავნა, რამის გამგზავრება-გატანება სადმე   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, იდაყვში მოხრილი ხელით  მარჯვენა ხელისგული მიმართულია მარცხნივ, მარჯვენა მაჯის ქვეშ განთავსებული მარცხენა ხელისგული სხეულისკენაა მიმართული, ორივე ხელის თითები გაშლილია და ფალანგებში ოდნავ მოხრილი, მარჯვენა ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა წინ. ჟესტი წარმოდგენილია  მკერდის დონეზე.  

Categories

გაბედული

გაბედული – თამამი, მამაცი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გაბედვა“ / „გმირი“ – ერთმანეთთან ახლოს მიტანილი ხელისგულები ქვევითაა მიმართული მუშტად შეკრული თითებით, სრულდება ქვევით მიმართული განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ და ქვევით გადაადგილდება, მარცხენა – მარცხნივ და ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „უკვე“ – სხეულისკენ მიმართულია ხელისგული ფართოდ გაშლილი … Read more

Categories

გამცემი

გამცემი  –   მოღალატე, დამბეზღებელი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „პირი“ – ხელისგული მიმართულია სხეულისკენ, თითები მუშტადაა შეკრული, საჩვენებელი თითი  გაშლილია და ტუჩებზეა მიდებული; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გამყიდველი“ –   ქვევით და ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები მუშტად შეკრული თითებით, რკალური ტრაექტორიით სრულდება ქვევით მიმართული განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ და ქვევით … Read more

Categories

გამყოფი

გამყოფი –   ის, რაც (ან ვინც) რამეს ყოფს, ანაწილებს   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ნახევარი“ – მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით მიმართულია მარჯვნივ და ზევით, მარჯვენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით მიმართულია მარცხნივ და ქვემოთ, მარჯვენა ხელი მსუბუქად ეხება მარცხენა ხელისგულს და ქვევით მოძრაობს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გაყოფა“ – ხელისგულები … Read more

Categories

გამყოფი

გამყოფი  –   მეორე საფეხურის მათემატიკური მოქმედება   ორხელიანი, ასიმეტრიული, სტატიკური, იკონური ჟესტი, მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით მიმართულია მარჯვნივ, მარჯვენა ხელისგული მიმართულია სხეულისკენ, გაშლილია საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები კრავენ მუშტს, მარჯვენა ხელი გაშლილი თითებით ეხება მარცხენა ხელისგულს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

გამყიდველი

გამყიდველი  –    ვინც რამეს ყიდის   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი  „გაყიდვა“  –  ქვევით და ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები მუშტად შეკრული თითებით, ორივე ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის ქვევით მიმართული განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ და ქვევით გადაადგილდება, მარცხენა –  მარცხნივ და ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია სიტყვა-ჟესტი „ადამიანი“  –  ხელისგული მიმართულია წინ, გაშლილი ცერით … Read more

Categories

გამქრალი

გამქრალი  –   გაუჩინარებული   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ქვევით და ერთმანეთისკენ მიმართულია ერთმანეთთან და სახესთან ახლოს მიტანილი ხელისგულები, ცერები ეხება გაშლილი თითების წვერებს, სრულდება განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ გადაადგილდება, მარცხენა –  მარცხნივ, ბოლო ფაზაში ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები მუშტად შეკრული თითებით და ზევით აწეული ცერებით. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.

Categories

გამუდმებით

გამუდმებით –  მუდამ, განუწყვეტლივ, ნიადაგ   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მუდამ“ –  მუშტად შეკრული თითებით და ზევით აწეული ცერებით ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, მარჯვენა ხელით სრულდება განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით, ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ხშირად“ – მხრების დონეზე წინ მიმართულია ხელისგული, ცერი და საჩვენებელი თითი ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი … Read more

Categories

გამსკდარი

გამსკდარი  –    გახეთქილი, ბზარზე გადახსნილი, გადაშლილი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ბზარი“ – მარცხნივ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, კლაკნილი ტრაექტორიით სრულდება მოძრაობა ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური, პანტომიმური სიტყვა-ჟესტი „გახსნა“ – წინ მიმართული ხელისგულები გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, სრულდება განსვლითი მოძრაობა: … Read more

Categories

გამრუდება

გამრუდება  –   სწორი ხაზიდან გადახვევა   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია ერთ დონეზე ჰორიზონტალურად განთავსებული, ერთმანეთზე მიდებული ხელისგულები გაშლილი თითებით, კლაკნილი ტრაექტორიით სრულდება მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories