დაჩქარება

დაჩქარება  _  სწრაფი ქმედება, პროცესის ან მოქმედების ვადების შემცირება   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია ხელისგულები,  გაშლილია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია  მუშტებად, მარჯვენა საჩვენებელი თითი ზემოდან ადევს მარცხენას და რკალური ტრაექტორიით სწრაფად მოძრაობს ზევით-ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

დაჩივლება

დაჩივლება  _ მდურვა, სამდურავის, საყვედურის თქმა   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილია საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

დაჩვევა

დაჩვევა  _  ჩვევად ქცევა, მიჩვევა, შეჩვევა   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, გაშლილი და ზევით აღმართული საჩვენებელი და შუა თითები ეხება შუბლს, გაშლილია ცერიც, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, ბოლო ფაზაში მუშტად შეკრული თითებით ხელი ტუჩების წინაა განთავსებული. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.

Categories

დაშინებული

დაშინებული  _  შიშით მოცული, შემკრთალი, დამფრთხალი, დაფეთებული   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დაშინება“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ერთმანეთისკენ ზურგებით მიმართულია ოდნავ მოხრილი თითები, ხელები ეხება მკერდს, ორივე ხელით სრულდება სინქრონული მოძრაობა ზევით; ჟესტის მეორე ნაწილია  ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დაცინვა“ / „დამცირება“ _ ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილია საჩვენებელი და … Read more

Categories

დაშინება

დაშინება  _  შიშის მოგვრა, დაფრთხობა, დაფეთება   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ერთმანეთისკენ ზურგებით მიმართულია ოდნავ მოხრილი თითები, ხელები ეხება მკერდს, ორივე ხელით სრულდება სინქრონული მოძრაობა ზევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.    

Categories

დაღუნვა

დაღუნვა  _  დაბლა დაწევა, დახრა, დადება (თავისა) ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მარჯვენა ხელი იდაყვში მოხრილია და მარჯვენა ხელისგული მუშტად შეკრული თითებით მიმართულია წინ, იმავე კონფიგურაციით მარჯვენა იდაყვის ქვეშ განთავსებული მარცხენა ხელისგული მიმართულია სხეულისკენ, მარჯვენა ხელი რკალური ტრაექტორიით ასრულებს მოძრაობას ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია  მკერდის დონეზე.

Categories

დაღონება

დაღონება  _  დანაღვლიანება, დადარდიანება, დამწუხრება   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილი თითებით, ხელები ეხება მკერდს, თითები უფრო იხრება ფალანგებში. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

დაღმართი

დაღმართი  _  ქვევითკენ დაქანებული ადგილი, თავდაღმართი   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია ხელისგული გაშლილი და წინ მიმართული თითებით, ხელი რკალური ტრაექტორიით  მოძრაობს ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მხრებისა და მკერდის დონეზე.  

Categories

დაღმა

დაღმა _  ქვევით, თავქვე, დაბლა   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია ხელისგული გაშლილი და წინ მიმართული თითებით, დახრილი ტრაექტორიით ხელი მოძრაობს ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

დაღლილი

დაღლილი  _ ღონეგამოლეული, ქანცგაწყვეტილი, დაქანცული   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, გაშლილი თითებით მარცხენა მკლავთან სხეულისკენ მიმართულია მარჯვენა ხელისგული გაშლილი თითებით, ხელი სხეულისკენ მოძრაობს და ეხება მკლავს, ბოლო ფაზაში ცერი ეხება გაშლილი თითების წვერებს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

დაღლა

დაღლა  _ ღონის გამოლევა, დაქანცვა   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ქვევით დაშვებული თითებით, რკალური ტრაექტორიით სრულდება სინქრონული მოძრაობა ორივე ხელით, ბოლო ფაზაში  სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ზევით აღმართული თითებით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

დაღვინება

დაღვინება  _  დადინჯება, დაჭკვიანება   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ჭკვიანი“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, ცერი ეხება გაშლილი თითების წვერებს და ხელი ეხება შუბლს, მომდევნო ფაზაში სხეულისკენ მიმართულია ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გადაქცევა“ / „გარდაქმნა“ _ ერთმანეთისკენ მიმართული და ერთმანეთზე მიდებულია ხელისგულები, გაშლილია საჩვენებელი … Read more

Categories

დაღვინება

დაღვინება  _  ღვინოდ ქცევა, ღვინოდ დადგომა (მაჭრისა)   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ღვინო“ _ მუშტად შეკრული თითებით სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, ხელი სხეულისკენ მოძრაობს და გაშლილი საჩვენებელი თითი ეხება ყელს, დანარჩენი თითები ჩაკეცილია; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გადაქცევა“ / „გარდაქმნა“ _ ერთმანეთისკენ მიმართული და ერთმანეთზე მიდებულია ხელისგულები, გაშლილია საჩვენებელი თითები, … Read more

Categories

დაღამებული

დაღამებული  _  დრო, როდესაც დაღამდა, ღამე დაიწყო, დაბინდდა   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სახის წინ სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები ფართოდ გაშლილი თითებით, ბოლო ფაზაში თითები ფალანგებში მოხრილია და ხელები ოდნავ ქვევით გადადგილდება. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მხრების დონეზე.

Categories

დაღამება

დაღამება  _  დღის დასრულება; ღამის დადგომა, დაბინდება   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სახის წინ ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ზემოთ აღმართული თითებით, ბოლო ფაზაში გაშლილია ცერები და ზედა ფალანგებში ერთად მოხრილია თითები, იქმნება ნაპრალოვანი ფორმა. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.

Categories