დანახვა

დანახვა _  ხილვა, შემჩნევა, თვალით ნახვა, მხედველობით აღქმა   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ხელისგული მიმართულია სახისკენ, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები კრავენ მუშტს, რკალური ტრაექტორიით სრულდება მოძრაობა წინ. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.  

Categories

დანაშაული

დანაშაული _  ბრალი, საზოგადოებისათვის ან სახელმწიფოსათვის საშიში მოქმედება,  წესრიგის დარღვევა, რაც ისჯება კანონით   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ტუჩების წინ განთავსებული ხელისგული მიმართულია ქვევით, საჩვენებელი და შუა თითების წვერები ეხება ცერს, ნეკი და არათითი ჩაკეცილია, რკალური ტრაექტორიით სრულდება მოძარაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.  

Categories

დანამული

დანამული  _  ნამდაკრული, ნამიანი, დაცვარული   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დანამვა“ _ ზევით მიმართულია ხელისგული გაშლილი და მარცხნივ მიმართული თითებით, რკალური ტრაექტორიით სრულდება თითების განმეორებადი  მოძრაობა ზევით-ქვევით, ხელი მარჯვნივ გადაადგილდება; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გადნობა“ / „დარბილება“ _  ხელისგულები გაშლილი თითებით ერთმანეთისკენაა მიმართული, ცერები ზევითაა აწეული, თითების წვერები ერთმანეთისკენაა … Read more

Categories

დანამვა

დანამვა  _  მცირედ დასველება, წყლის ან სხვა სითხის დასხურება   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ზევით მიმართულია ხელისგული გაშლილი და მარცხნივ მიმართული თითებით, რკალური ტრაექტორიით სრულდება თითების განმეორებადი  მოძრაობა ზევით-ქვევით, ხელი მარჯვნივ გადაადგილდება. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

დანაზოგი

დანაზოგი  _  დაზოგილი, მომჭირნეობით გადანახული   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მარცხნივ მიმართულია მარჯვენა ხელისგული წრიულად მოხრილი თითებით, ზევით მიმართულია მარჯვენა ხელის ქვეშ განთავსებული მარცხენა ხელისგული გაშლილი და წინ მიმართული თითებით, მარჯვენა ხელით სრულდება მოძრაობა სხეულისკენ და ბოლო ფაზაში მარჯვენა ხელისგული მუშტად შეკრული თითებით მიმართულია სხეულისკენ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

დანა

დანა  _ მოგრძო, ტარიანი ლითონის საჭრელი იარაღი   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, მარჯვენა საჩვენებელი თითი ზედ ადევს მარცხენას და ასრულებს განმეორებად მოძრაობას წინ და უკან. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

დამჯდარი

დამჯდარი   _ მჯდომი, მჯდომარე   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ჯდომა“ _ ქვევით მიმართულია ხელისგულები, გაშლილია შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, მარჯვენა გაშლილი თითები ზედ ადევს მარცხენა გაშლილ თითებს, სრულდება განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ადამიანი“ _ ხელისგული მიმართულია წინ, გაშლილი ცერით და საჩვენებელი თითით ღია … Read more

Categories

დამხობილი

დამხობილი _ 1. პირქვე დადებული, გადაბრუნებული, დაპირქვავებული;  2. ძალაუფლებაწართმეული, ჩამოგდებული   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დამხობა“ _ ვერტიკალზე ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და წინ მიმართული თითებით, მარჯვენა ხელით სრულდება მოძრაობა წინ და ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს, ბოლო ფაზაში მარჯვენა ხელი მუშტად შეკრული თითებით ზემოდან ადევს მარცხენა ხელისგულს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, … Read more

Categories

დამხობა

დამხობა _  პირქვე დადება, ძირს დადება, დაპირქვავება   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ვერტიკალზე ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და წინ მიმართული თითებით, მარჯვენა ხელით სრულდება მოძრაობა წინ და ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს, ბოლო ფაზაში მარჯვენა ხელი მუშტად შეკრული თითებით ზემოდან ადევს მარცხენა ხელისგულს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

დამხმარე

დამხმარე  _ დახმარების გამწევი, მომხმარე, შემწე, ხელშემწყობი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დახმარება“ _ მარჯვნივ მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით, მარცხნივ  მიმართულია ოდნავ ქვევით განთავსებული მარჯვენა ხელისგული მუშტად შეკრული თითებით და გაშლილი ცერით, მარჯვენა ხელით სრულდება განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით და ცერი ეხება მარცხენა ხელისგულს; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ადამიანი“ … Read more

Categories

დამშრალი

დამშრალი  _  გამშრალი, სითხისგან დაცლილი   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები მუშტად შეკრული თითებით, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, მონაცვლეობითი მოძრაობა წინ და უკან, ხელები ერთმანეთს ეხება. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

დამშეული

დამშეული  _ ხანგრძლივად ნაშიმშილევი   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ზევით მიმართული ხელისგული გაშლილი თითების წვერებით ეხება მუცელს, ხელი წინ მოძრაობს და ბოლო ფაზაში მუშტად შეკრულია თითები. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე ოდნავ ქვევით.

Categories

დამღერება

დამღერება  _  საკრავზე აყოლებით სიმღერის თქმა, მღერა   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ფალანგებში მოხრილი თითებით, ორივე ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

დამღა

დამღა  _ დაღი, შანთით (გაცხელებული რკინით) დასმული ნიშანი   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მარჯვნივ მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი და წინ მიმართული თითებით, მარცხნივ მიმართულია მარჯვენა ხელისგული, გაშლილი და ფალანგებში მოხრილია შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება მოძრაობა მარჯვნივ და მარჯვენა ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

დამტოვებელი

დამტოვებელი _  ვისაც შეიძლება ვინმე ან რამე დაუტოვო   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დატოვება“ _ წინ მიმართულია ხელისგულები, ცერი ეხება გაშლილი თითების წვერებს, ხელები წინ მოძრაობს სინქრონულად და მომდევნო ფაზაში გაშლილი თითებით  წინ მიმართულია ხელისგულები; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ადამიანი“ _ ხელისგული მიმართულია წინ, გაშლილი ცერით და საჩვენებელი თითით … Read more

Categories