დღე

დღე   _  დროის მონაკვეთი მზის ამოსვლიდან ჩასვლამდე, დრო გათენებიდან დაღამებამდე   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ზევით მიმართულია ხელისგულები ფართოდ გაშლილი თითებით, ორივე ხელი ქვევით მოძრაობს სინქრონულად და ბოლო ფაზაში სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, ცერები ეხება გაშლილი თითების წვერებს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და მხრების დონეზე.

Categories

დრო

დრო     _     ხანი, ჟამი, ვადა   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, მარცხნივ მიმართულია ხელისგული ფართოდ გაშლილი თითების რხევით, ცერი ეხება ნიკაპს. ჟესტი სრულდება სახის დონეზე.

Categories

დონორი

დონორი  _  1. ადამიანი, რომელიც თავის სისხლს იძლევა ავადმყოფისათვის გადასასხმელად; 2. პირი, რომლის რაიმე ორგანოს გადაუნერგავენ სხვას; 3. დამფინასებელი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სამედიცინო დახმარება“ _ სხეულისკენ მიმართულია მარცხენა მკლავთან განთავსებული ხელისგული, გაშლილი საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, საჩვენებელი თითი ჯვარს წერს მარცხენა მკლავზე; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დახმარება“ … Read more

Categories

დიახ

დიახ  _ ზრდილობიანი დასტური, თანხმობა   ჟესტი წარმოდგენილია დაქტილური ფორმით, ძველი ანბანის დაქტილებით (დ, ა).  

Categories

დედინაცვალი

დედინაცვალი   _   მამის ცოლი წინანდელი ცოლის შვილების მიმართ, არაღვიძლი დედა, მეორე დედა   ორნაწილიანი ჟეტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დედინაცვალი“ _ მარცხნივ მიმართულია მარცხენა ლოყაზე მიდებული ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, მომდევნო ფაზაში მარჯვენა ლოყაზეა ხელი მიდებული იმავე კონფიგურაციით; ჟეტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მეორე“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართულია … Read more

Categories

დებილი

დებილი    _  გონებაჩლუნგი   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ფალანგებში მოხრილი თითებით ხელები ეხება შუბლს, ბოლო ფაზაში ხელისგულები ზევითაა მიმართული, თითები შეკრულია მუშტებად. ჟესტი სრულდება სახისა და მკერდის დონეზე.

Categories

დაჯარიმება

დაჯარიმება  _   ჯარიმის დადება, ჯარიმის გადახდევინება   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მარცხენა ხელისგული გაშლილი და წინ მიმართული თითებით მიმართულია მარჯვნივ, მარჯვენა ხელისგული მიმართულია მარცხნივ, გაშლილია არათითი, შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია,  მარჯვენა ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა ქვევით და ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

დახსნა

დახსნა  _ დახმარება, შველა, გამოხსნა   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ზევით მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ზევით მიმართული თითებით, ორივე ხელით სრულდება სინქრონული მოძრაობა ზევით და ბოლო ფაზაში სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები მუშტად შეკრული თითებით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და მხრების დონეზე.  

Categories

დაყრუება

დაყრუება  –  ყრუდ ქცევა, სმენის დაკარგვა, ყურთასმენის დახშობა   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, წინ მიმართულია ყურთან განთავსებული ხელისგული, გაშლილია ცერი და ნეკი, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, ცერი მიმართულია ყურისკენ, სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.  

Categories

დაფინანსება

დაფინანსება  _  თანხით უზრუნველყოფა   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ფინანსები“ _ მუშტად შეკრული თითებით და მოხრილი საჩვენებელი თითებით ხელისგულები მიმართულია ქვევით, ზევით განთავსებული მარჯვენა ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა ზევით-ქვევით, ხელი ეხება მარცხენა საჩვენებელ თითს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ბანკი“ _ ქვევით მიმართულია ხელისგულები ფართოდ გაშლილი თითებით, მარჯვენა … Read more

Categories

დატენილი

დატენილი _  გავსებული, შევსებული, დამუხტული   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია მარჯვენა ხელისგული გაშლილი თითებით, სხეულისკენ მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი და წრიულად მოხრილი თითებით, მარცხენა ხელის ზემოთ განთავსებული მარჯვენა ასრულებს მოძრაობას მარჯვნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

დარჩენა

დარჩენა  _   გარკვეულ მდგომარეობაში გაჩერება, ყოფნა   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ზევით მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და წინ მიმართულია შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ბოლო ფაზაში ქვევით მიმართულია ხელისგულები ფართოდ გაშლილი და ქვევით დაშვებული თითებით. ჟესტი სრულდება მკერდის დონეზე,  

Categories

დალევა

დალევა  _  სითხის მიღება, შესმა   ერთხელიანი, დინამიკური, პანტომიმური ჟესტი,  მარცხნივ მიმართულია სახის წინ განთავსებული ხელისგული, გაშლილი და რკალური ფორმით მოხრილი თითებით, სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან.  ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.

Categories

დათრგუნვა

დათრგუნვა  _  დაჯაბნა, დაბეჩავება   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი,  სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები მუშტებად შეკრული თითებით, ორივე ხელით სრულდება სინქრონული მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

და

და _ მაერთებელი კავშირი (ფრაზის ორი ერთგვარი წევრისა ან ორი წინადადების)   ფორმა მოცემულია ძველი ანბანის დაქტილებით (დ, ა).

Categories