ბგერა

ბგერა _  ხმა, ჰაერის ტალღისებრი რხევითი მოძრაობა, რომელსაც აღიქვამს სმენის ორგანო   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სიტყვა“ _ მარცხნივ მიმართულია მარჯვენა ხელისგული, წრიულად მოხრილი თითებით გამოსახულია ღია წრე, მარცხენა ხელისგული მიმართულია მარჯვნივ, გაშლილია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები კრავენ მუშტს, მარჯვენა ხელი მოძრაობს მარცხნივ და ეხება მარცხენა საჩვენებელ თითს; ჟესტის მეორე ნაწილია … Read more

Categories

ბაჯაღლო

ბაჯაღლო   _   წმინდა ოქრო, რომელსაც მოწითალო ფერი გადაჰკრავს   რთული ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „ყვითელი“_ სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილია ცერი და ნეკი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით  და ნეკები მსუბუქად ეხება ერთმანეთს; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ოქრო“ _ ქვევით მიმართულია ხელისგული მუშტად შეკრული თითებით, საჩვენებელი … Read more

Categories

ბახალა

ბახალა  _ ზოგიერთი ფრინველის ბარტყი (ყვავისა, ყორნისა, ჭილყვავისა, კაჭკაჭისა და მისთანათა)    რთული ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური, იკონური სიტყვა-ჟესტი „ნისკარტი“ _ წინ მიმართულია მარჯვენა ხელისგული, გაშლილი და ფალანგებში მოხრილია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად;    ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური, პანტომიმური სიტყვა-ჟესტი „ფრენა“ _ იდაყვებში განზე გაწულია ხელები,  ქვევით მიმართულია ხელისგულები გაშლილი და … Read more

Categories

ბაჭია

ბაჭია  _  კურდღლის შვილი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური  სიტყვა-ჟესტი „კურდღელი“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, ხელები მიდებულია ყურებთან, გაშლილია საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები კრავენ მუშტებს, ორივე სრულდება ხელით რკალური ტრაექტორიის განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, სტატიკური  სიტყვა-ჟესტი „პატარა“ _ ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები ერთმანეთთან შეტყუპებული გაშლილი … Read more

Categories

ბაწარი

ბაწარი _ მატყლის მსხვილი ძაფი   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია ხელისგულები გაშლილი თითებით, საჩვენებელი და ცერი თითები ერთმანეთს წვერებით ეხება,  სრულდება განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ მოძრაობს, მარცხენა – მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

ბაყაყი

ბაყაყი  _  წყალ-ხმელეთის ცივსისხლიანი ოთხფეხა, უკუდო, პატარა, ხტუნია ცხოველი   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური, პანტომიმური ჟესტი, მარჯვენა ხელისგული მიმართულია ქვევით, გაშლილია საჩვენებელი და ნეკი თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, თავისუფლად გაშლილი და დახრილი თითებით მარცხენა ხელისგული მიმართულია ქვევით, მარჯვენა ხელი ხტუნვით მოძრაობებს ასრულებს მარცხენა მკლავზე. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

ბაძვა

ბაძვა  _   სხვის მსგავსად ქცევა, წამხედურობა   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით მიმართულია ზევით, მარცხენა ხელისგულზე განთავსებული მარჯვენა ხელისგული მიმართულია ქვევით, გაშლილია ცერი და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები კრავენ მუშტს, გაშლილი თითებით მარჯვენა ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს და უკან, სხეულისკენ მოძრაობს, ბოლო ფაზაში ცერი და საჩვენებელი თითები ერთმანეთს წვერებით ეხება. ჟესტი წარმოდგენილია … Read more

Categories

ბაღი

ბაღი   _ შემოკავებული მიწის ნაკვეთი, სადაც საგანგებოდ დარგულია ხეები, ბუჩქები, ყვავილები   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები ზევით აღმართული ცერებით, გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილი, ერთმანეთისკენ მიმართული თითებით, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, მონაცვლეობითი მოძრაობა ზევით-ქვევით, თითები ერთმანეთს მსუბუქად ეხება. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

ბაქტერია

ბაქტერია  _  მიკროსკოპული უმარტივესი ერთუჯრედოვანი ცოცხალი ორგანიზმი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ჭუჭყიანი“ _ ვერტიკალზე ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, სრულდება განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით ერთმანეთის მიმართულებით, ხელისგულები ეხება ერთმანეთს; ჟესტის მეორე ნაწილია  ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მტვერი“ _ ქვევით მიმართულია ხელისგულები, საჩვენებელი, არათითი და შუა თითების წვერებს განმეორებითი მოძრაობით ეხება ცერები. ჟესტი წარმოდგენილია … Read more

Categories

ბაქანი

ბაქანი  _  მატარებლის გასაჩერებელი ადგილი, საიდანაც მგზავრები სხდებიან მატარებელში   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მატარებელი“ _ ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები: მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით მიმართულია მარჯვნივ, მარჯვენა ხელისგული მიმართულია მარცხნივ, გაშლილია საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, მარჯვენა ხელით სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გზა“ … Read more

Categories

ბატონობა

ბატონობა  _    ბატონად ყოფნა, ბატონის მდგომარეობა   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ბატონი“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგული გაშლილი და ფალანგებში მოხრილი თითებით, ხელი ეხება სხეულს მხართან ჯერ მარცხნივ, მერე – მარჯვნივ; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური  სიტყვა-ჟესტი „დამოუკიდებელი“ _ გაშლილია ცერი და საჩვენებლი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, ხელისგული სხეულისკენაა მიმართული, სრულდება განმეორებადი, … Read more

Categories

ბატონი

ბატონი  _  მებატონე, მემამულე. პრივილეგირებული წოდების წარმომადგენელი ბატონყმობის დროს, მიწისა და ყმების მეპატრონე   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგული გაშლილი და ფალანგებში მოხრილი თითებით, ხელი ეხება სხეულს მხართან ჯერ მარცხნივ, მერე _ მარჯვნივ. ჟესტი სრულდება მხრების დონეზე.

Categories

ბატი

ბატი  _  გედზე მომცრო მოზრდილი ფეხაპკიანი ბრტყელნისკარტა შინაური ფრინველი   ერთხელიანი, დინამიკური, პანტომიმური ჟესტი, ხელისგული მიმართულია წინ, გაშლილია საჩვენებელი, ცერი და შუა თითები, დანარჩენი თითები შეკრულია  მუშტად, გაშლილი თითებით სახის წინ სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით, ცერი ეხება გაშლილი თითების წვერებს. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.

Categories

ბატარეა

ბატარეა  _  ელემენტი; ერთმანეთთან შეერთებული რამდენიმე აკუმულატორი ან გალვანური ელემენტი   ერთხელიანი, სტატიკური ჟესტი, ხელისგული მიმართულია სახისკენ, გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილია საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.  

Categories

ბატარეა

ბატარეა _  ფარანი, გამანათებელი     ერთხელიანი, დინამიკური, იკონური ჟესტი, მუშტად შეკრული თითებით ხელისგული მიმართულია მარცხნივ, მეორე ფაზაში გაშლილია საჩვენებელი, შუა და არათითი, ცერი და ნეკი ჩაკეცილია, სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა.  ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories