ბაჭია _ კურდღლის შვილი
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „კურდღელი“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, ხელები მიდებულია ყურებთან, გაშლილია საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები კრავენ მუშტებს, ორივე სრულდება ხელით რკალური ტრაექტორიის განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „პატარა“ _ ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები ერთმანეთთან შეტყუპებული გაშლილი და ზედა ფალანგებში ერთად მოხრილი თითებით. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.