ბზუილი

72

ბზუილი  _  ბზუკუნი, ზუზუნი, მწერების ხმა

 

რთული ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური ჟესტი, წინ მიმართულია ხელისგული, ცერი და საჩვენებელი თითი ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია, ხელი ეხება სახეს; ჟესტის მეორე  ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური, პანტომიმური სიტყვა-ჟესტი „ფრენა“ _ იდაყვებში განზე გაწულია ხელები, ქვევით მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ერთმანეთთან შეტყუპებული თითებით, ორივე ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი, სინქრონული მოძრაობა ზევით-ქვევით; (პირველი ორი ჟესტი ერთად ნიშნავს სიტყვა-ჟესტს „ბუზი“). ჟესტის ბოლო  ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ხმაური“ _ ერთმანეთისკენ მიმართულია ყურებთან განთავსებული ხელისგულები, შუა და ცერი თითები ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები გაშლილი და ზევით აღმართული, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, სინქრონული, წრიული მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია სახის, მხრებისა და  მკერდის დონეზე.